0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია თიბისი. 

ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მრავალფუნქციური უბანია, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება.  საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა. 

გამოწვევებით სავსე პერიოდში თიბისისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის შეუფერხებლად განვითარება. სამშენებლო და დეველოპერული მიმართულება კვლავ ერთი-ერთ პრიორიტეტად რჩება, სადაც თიბისის ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც იპოთეკურ ცენტრს, სექტორულ კვლევებს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს. თიბისისთვის ღირებულია ისეთი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ქალაქის სწორ დაგეგმარებასა და იერსახეზე ზრუნავს, მოსახლეობას კი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...