0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო

2 თებერვალი, 2021- მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, კვლავ განაგრძობს აქსელერაციის პროგრამას. კომპანია საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის  მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვე დაიწყო და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me - ეს იმ  სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი იდეების დახვეწას მენტორებთან ერთად გააგრძელებენ. 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 5 სტარტაპი, Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიციას მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program - ში მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ხუთ კომპანიასთან ერთად ინტენსიური პროგრამის კიდევ 5 წევრი  (Activechat, B2C.GE, Kernel, My Nanny, Simpolium) მიიღებს შესაძლებლობას, „Demo Day”- ზე ინვესტორების წინაშე წარსდგნენ. 

პროექტი 500 Startups რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. პროგრამაში  ჩართულ სტარტაპებს შორის კი ოთხი უცხოური კომპანიაა. მათ შორის: ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 10 კომპანიიდან, 4-ის თანადამფუძნებელი ქალია. 

„სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობით, საქართველოში  აქსელერაციის გლობალური პროგრამა, 500 Startups-ი ხორციელდება. პროექტის მეშვეობით სტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მენტორინგი მსოფლიოში წამყვანი კომპანიის დამფუძნებლებისგან და დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეები, რათა შეძლონ გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. პროგრამაში ჩართული 10 სტარტაპიდან 5 დამატებით ინვესტიციას საქართველოს ბანკისგან მიიღებს. საბოლოოდ კი, 2 რჩეული კომპანია სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება. გვჯერა, რომ 500 Georgia უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯს“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 

ინფორმაციისთვის, მეორე ეტაპისთვის 500 Startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე მთელი  მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 14 სტარტაპი შეარჩია. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე  14-დან 10 სტარტაპი გადავიდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...