0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

TIDA-ს ფარგლებში მონაცემთა ანალიტიკის შესახებ ონლაინ სესიები გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესიების სერია იწყება. პირველი ასეთი ონლაინ შეხვედრა მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის 2 და 3 თებერვალს, Zoom-ში გაიმართება და მას თიბისის ანალიტიკური ტრანსფორმაციის პროექტის ლიდერი, მარიამ ლელაშვილი გაუძღვება. 

ორი დღის განმავლობაში, აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება შემდეგ თემებზე  მიიღოს ინფორმაცია: „პრეზენტაციის მოსამზადებლად აუცილებელი ნაბიჯები“; „როგორ ვაქციოთ მშრალი მონაცემები საინტერესო ამბად“. თეორიული ნაწილის გარდა, სესიის ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეასრულონ პრაქტიკული სავარჯიშოები. 

TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა.  დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ  - https://forms.gle/GcJAKDx3oTn7DdtZ6 , რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. 

TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს  მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა.  TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...