0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი შესაძლებლობა მომხმარებელს - სესხი მეორადი ნივთებისთვის

ის, რომ დღეს სამომხმარებლო სესხით, საკრედიტო ბარათითა თუ განვადებით უამრავი ნივთის შეძენაა შესაძლებელი, სიახლეს აღარ წარმოადგენს. სესხების დაყოფაც სხვადასხვა ტიპის სესხებად, სწორედ ბაზარზე წარმოქმნილი მოთხოვნის შედეგად მოხდა და ამგვარად მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა ავტოსესხი, იპოთეკური სესხი, აგრო სესხი და ა.შ. 

თიბისი ბანკის, სამომხმარებლო სესხების ციფრულმა პლატფორმამ tbccredit.ge მომხმარებლებისთვის კიდევ ახალი, დამატებითი შესაძლებლობა შექმნა - სესხი მეორადი ნივთებისთვის.    

თიბისი კრედიტი და ბაზარზე ყველაზე დიდი e-commerce პლატფორმა Mymarket პარტნიორები გახდნენ და მომხმარებელს ყველაზე მარტივად და სწრაფად, 100 000-ზე მეტი მეორადი ნივთის - სესხით  შეძენის საშუალებას აძლევენ.  ამიერიდან, ფიზიკური პირებისგან მეორადი ნივთების შეძენა  სესხით იქნება შესაძლებელი. აქამდე არსებობდა მხოლოდ განვადების ალტერნატივა, რომელიც    მხოლოდ Mymarket-ზე განთავსებული მაღაზიებიდან ყიდვის შემთხვევაში იყო ხელმისაწვდომი, რაც ვერ ფარავდა მომხმარებლის მოთხოვნას, დაეფინანსებია ფიზიკური პირების მიერ მოწოდებული მეორადი ნივთების შეძენა.

პლატოფრმაზე Mymarket ხელმისაწვდომია როგორც მეორადი, ასევე ახალი ნივთები და მათი ჯამური  რაოდენობა 170 000 ცალს აღემატება. 

მეორადი ნივთების შესაძენად განკუთვნილი სამომხმარებლო სესხის ლიმიტი 100 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს, სესხის ვადა 48 თვეს შეადგენს, თუმცა მისი დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სესხის აღება სახლიდან გაუსვლელად, 2 წუთშია შესაძლებელი, იგივე პირობებით, რასაც  თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემოგთავაზებენ.

სესხის აღების პროცესი ძალიან მარტივია: აღმოაჩინეთ სასურველი მეორადი ნივთები ვებ-გვერდზე mymarket.ge დააკლიკეთ ნივთის გვერდზე განთავსებულ ღილკას „დაიმტკიცე სესხი“ და შეავსეთ გაგანცხადი სესხის მისაღებად. 

აღნიშნული პროდუქტი, გარდა იმისა რომ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას არ თქვას უარი საკუარ სურვილებსა და საჭიროებებზე და შეიძნოს სასურველი ნივთები დღესვე, ასევე პოზიტიურად გავლენას მოახდენს იმ ფიზიკური პირებზე რომლებიც მეორად ნივთებს ყიდიან და ეს მათთვის შემოსავლის ერთგვარ წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...