0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რომან ფიფიას და BGEO-ს დავის ფარგლებში, ინგლისის სასამართლომ დაავალა ირაკლი გილაურს მობილური ტელეფონის წარმოდგენა

რომან ფიფიას და BGEO-ს დავის ფარგლებში, ინგლისის სასამართლომ დაავალა ირაკლი გილაურს მობილური ტელეფონის წარმოდგენა

CL-2018-000026 იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს ინგლისის და უელსის ბიზნესის და საკუთრების სასამართლოების დედოფლის დივიზიონის კომერციული სასამართლო. 

მხარეები: რომან ფიფია - მოსარჩელე, BGEO GROUP LIMITED (ყოფილი BGEO GROUP PLC) - მოპასუხე.

ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ სასამართლოში, ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) მიერ BGEO Group Limited-ის (ყოფილი BGEO GROUP PLC) წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2021 წლის 12 იანვარს გამართულ საჯარო მოსმენის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ბ-ნი ფიფას მიერ BGEO-სგან დამატებითი ინფორმაციის გახსნის მოთხოვნას, სასამართლომ გამოიტანა პროცედურული გადაწყვეტილება  და დაავალა მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის გახსნა. 

BGEO ეწინააღმდეგებოდა თავისი ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის, მიერ გამოყენებული მობილური ტელეფონის გახსნას, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოწყობილობა უნდა იქნეს წარმოდგენილი და მასში მოთავსებული ინფორმაცია გამოკვლეული. 

ბ-ნი ფიფიას მტკიცებით, შპს რუსთავის აზოტთან მიმართებაში BGEO-ს გარკვეულმა ქმედებებმა მას მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. ბ-ნი ფიფიას მიერ შესწორებული სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, შეადგენს მინიმუმ 393 მილიონ აშშ დოლარს. 

გადაწყვეტილების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოდ შემდეგ ბმულზე:

https://www.bailii.org/cgibin/format.cgi?doc=/ew/cases/EWHC/Comm/2021/86.html&query=(Pipia)

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით შემდგომი ინფორმაციის ნებისმიერი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს ბ-ნ ფიფიას სოლისიტორებს, ნილ დული, Stepttoe&Johnson UK LLP ([email protected]).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...