0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი 4B-ს მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს

 

22 იანვარი, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. წარმატებული ბიზნესსაქმიანობისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით, ბანკი მომხმარებელს უნიკალურ, 4B  ბარათს სთავაზობს.

ახალი შეთავაზების ფარგლებში 4B-ს მომხმარებელი მიიღებს სპეციალურად მისთვის დამზადებულ 4B ბარათს, რომელიც VISA-სთან ერთად შეიქმნა. მისი მფლობელი ვიზა პლატინიუმის  ყველა უპირატესობითა და სერვისით ისარგებლებს.

 ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი შეძლებს  გადახდისა და განაღდების მაღალი დღიური ლიმიტით ისარგებლოს, მიიღოს ფასდაკლებები და შეთავაზებები საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში. მეტიც, პირადი კონსიერჟი 4B-ს მომხმარებელს სრულიად უფასოდ შესთავაზებს მხარდაჭერას ისეთი ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში როგორიცაა: ბიზნესმიმოწერა (ინგლისურ/რუსულ ენებზე), სასტუმროს, რესტორნის დაჯავშნა  მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ა.შ.

„საქართველოს ბანკი მუდამ ცდილობს, მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი 4B ბარათი, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა. ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი უამრავი უპირატესობით შეძლებს სარგებლობას. ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა სწორედ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ბიზნესისთვის უნიკალური სივრცე - 4B  შექმნა.  ეს არის ადგილი, სადაც ბანკის პარტნიორ  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და გაეცნონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილ სპეციალურ შეთავაზებებს, მიიღონ  საჭირო  რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. ახალ სივრცეში ბიზნესს პერსონალური ბანკირი ემსახურება. საგანმანათლებლო მიზნით კი, 4B-ის სტატუსის მქონე კლიენტებს ახალ სივრცეში უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.  

4B ბარათზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...