0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi კვლავ ბრუნდება 2021 წლის პირველი შეხვედრით!

აჭარაბეთი განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi-ს 2021 წლის პირველ შეხვედრას 

ღონისძიება ხუთშაბათს, 28 იანვარს, თბილისის დროით საღამოს 7 საათზე დაიწყება, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბუნებრივია, ისევ და ისევ Zoom პლატფორმის მეშვეობით. პარალელურ რეჟიმში კი მოხდება ივენთის მსვლელობის ლაივსტრიმი ღონისძიების ოფიციალურ Facebook გვერდზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუბრები და პანელური დისკუსიები, რომელთა შემდეგაც ღონისძიება უშუალოდ ვირტუალური ნეთვორქინგისათვის შექმნილ პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებს. 

Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელია აქტიურადაა ჩართული პროდუქტ მოძრაობაში და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა ვირტუალური  ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და, შესაბამისად, საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას მოცემულ ბმულზე:https://www.meetup.com/en-AU/ProductTank-Tbilisi/events/275824177

28 იანვრის შეხვედრაზე სპიკერი პავლე მგელაძე იქნება. პავლე ამაზონის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია. ის პირველი ქართველია ამაზონში მაღალ ბიზნეს პოზიციაზე. პავლემ აქ მუშაობა 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც Emory-ის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხი მიიღო. თავდაპირველად ამაზონში მისი კარიერა Trade-in გუნდისთვის საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო, ახლა კი ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია ან,  როგორც თვითონ განგვიმარტავს თავის საქმიანობას უფრო მარტივ ენაზე, ის ახალ ტექნოლოგიებს იყენებს მომხმარებლის ოცნებების ასასრულებლად.



პავლეს მოხსენების სათაური ProductTank Tbilisi-ის ამ შეხვედრის ფარგლებში იქნება: ამაზონის წარმატების მთავარი მექანიზმი - როგორ ვაქციოთ მომხმარებელი კომპანიის “მმართველად”. თავისი მოხსენებით პავლე გვიამბობს თუ რა უნიკალურ მექანიზმებს იყენებს ამაზონი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რისი დამსახურებაცაა ის, რომ ამაზონი მომხმარებელთათვის ერთერთი ყველაზე საყვარელი კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს ის მექანიზმებია, რომელთა გამოყენებაც ამაზონმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მისი თანამშრომლების რაოდენობა 100 ადამიანსაც კი არ აღემატებოდა და მისი სერვისი სულ რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებდა. დღესდღეობით ამაზონის თანამშრომელთა რაოდენობა 1 მილიონს აღემატება და მისი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა 150-ზე მეტი ქვეყნის მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი - ზემოთხსენებული მექანიზმები კი, რომლებსაც პავლე კონფერენციაზე აუდიტორიას გაუზიარებს, კვლავაც უცვლელი რჩება.

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს Lupi AI-ის აღმასრულებელი დირექტორი და EBG.ge-სა და Order24.ge-ს მმართველი საბჭოს წევრი - ირაკლი ვეკუა.

ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...