0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"შატო სვანიძის" ღვინოები ონლაინ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია

კომპანია "შატო სვანიძის" ღვინოები ონლაინ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია. COVID-19-ის პანდემიის ფონზე, როდესაც ბიზნესის ნაწილს შეზღუდვების პირობებში უწევს ოპერირება, "შატო სვანიძემ" გადაწყვიტა, ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურდეს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ღვინოები ამ გზითაც მიაწოდოს.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა, „შატო სვანიძე“ არსებულ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება და რეალიზაციის მაჩვენებელს ზრდის. მით უფრო, რომ წინასაახალწლო დღეებში ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა მზარდია.

"შატო სვანიძე" უკვე აქტიურად თანამშრომლობს ონლაინ-პლატფორმასთან და წინასაახალწლოდ საკუთარ მომხმარებელს გარკვეულ ფასდაკლებებსაც სთავაზობს.

„შატო სვანიძე“ აქტიურად იმკვიდრებს ადგილს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზეც და აუცილებელია, რომ ეს ტემპი პანდემიის პირობებშიც არ დავარდეს, ამიტომ ამ პერიოდშიც კი, ღვინის საზღვარგარეთ გატანაზე ვმუშაობთ, რაც შეეხება ადგილობრივ  ბაზარს, მომხმარებელს  წინასაახალწლოდ ფასდაკლებებს და აქციებს ვთავაზობთ ’- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში. საერთაშორისო გამოფენა–გაყიდვის „PRODEXPO“-ს ფარგლებში, სადეგუსტაციო კონკურსზე „შატო სვანიძის“ ღვინომ „PRODEXPO“-ს ვარსკვლავი – გრან-პრი და ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

"შატო სვანიძე" წელიწადში 50 ათას ბოთლ ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, კერძოდ 14 სახეობის პროდუქციას: საფერავს, მუკუზანს, რქაწითელს, მწვანე ქისს და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...