0 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ნატახტარი ემბერი - 3 მარცვლის გემო“ - ახალი ლიმიტირებული სერია უკვე გაყიდვაშია

„ეფეს საქართველომ“  მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი სერია წარმოადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. „ნატახტრის“ ბრენდის ქვეშ განსხვავებული სახით უკვე ჩამოისხა და გაყიდვაშია შემოდგომის განსაკუთრებული სერია, „ნატახტარი ემბერი - 3 მარცვლის გემო“. „ნატახტარი ემბერი“ (Amber) დამზადებულია 3 სხვადასხვა სახეობის ალაოს გამოყენებით, რაც მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, ხოლო  ალკოჰოლის მოცულობა 4.9% -ს შეადგენს.

„ნატახტარი ემბერის” სითხე განსხვავებულია, რადგან  მის დასამზადებლად 3 სხვადასხვა სახეობის ალაოა გამოყენებული (ქერის, ხორბლის და ჭვავის). როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ნატახტარი ემბერისთვის“ ქერის, ხორბლისა და ჭვავის ალაო საგულდაგულოდ გაიფილტრა, დუღილის დროს სვიაც დაემატა და ნატახტრის წყალთან ერთად უგემრიელესი და  ნამდვილი შემოდგომის ლუდის გემო შეიქმნა.

„ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად, ლიმიტირებული სერიების მიზანიც სწორედ  სეზონური სიახლეების შეთავაზებაა.  ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ მაღალი ხარისხის ლუდის გარდა ჩვენს მომხმარებლს სიხარულსაც ვანიჭებთ. ეს სიხარული კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პანდემიის პირობებში. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სირთულის მიუხედავად, შევქმენით შემოდგომის განსაკუთრებული ლუდი, „ნატახტარი ემბერი“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ქარჩავა. 

შეგახსენებთ, რომ  „ეფეს საქართველომ“  „ნატახტარის“ ბრენდის ქვეშ მომხმარებელს უკვე წარუდგინა „ნატახტარი პლატინუმი“ და „ნატახტარი გრინი“, როგორც სეზონური გამოცემები - ეს იყო განსხვავებული გემოვნების პროფილები მომხმარებელთა ცვალებად საჭიროებებზე მორგებით. მოგვიანებით კი,  100% ცივი „ნატახტარი“ თერმოქრომული ეტიკეტის გამოყენებით, რომელიც მარკირების ტექნოლოგიის ერთ-ერთი უახლესი ინოვაციაა და უზრუნველყოფს ლუდის იდეალურ ტემპერატურაზე მირთმევას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...