0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვეფხისტყაოსნის“ სერია საერთაშორისო კონკურსზე “წლის საუკეთესო ქილა“ ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

„ვეფხისტყაოსნის“ სერიამ საერთაშორისო კონკურსზე “წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) კატეგორიაში „სასმელების სერია“ ოქროს ჯილდო დაიმსახურა. კონკურსი 1996 წლიდან ხელს უწობს და ყოველწლიურად აჯილდოებს კომპანიებს ლითონის შეფუთვის ინდუსტრიაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ინოვაციებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონკურსის “წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) გარდა,  „ნატახტარი“ “ვეფხისტყაოსნის“  სერიით  „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ (World Beverage Innovation Awards 2020) მონაწილეობს, სადაც ფინალისტი გახდა. კონკურსის გამარჯვებული კი 11 ნოემბერს გამოვლინდება.

„ჩვენ ვამაყობთ,  რომ ჩვენი საყვარელი პროექტი საერთაშორისო კონკურსებზე არის წარდგენილი და „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებული „ნატახტრის“ ქილები მსოფლიო საზოგადოებამ  ცნობილი ბრენდების გვერდით იხილა. ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში. ამ პროექტზე „ეფეს საქართველოს“ გუნდი 2019 წლიდან ვმუშაობთ და საკმაოდ კომპლექსური იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომითა და დავით მაჭავარიანის უდიდესი ჩართულობით პროექტმა დღეს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა,“ განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა ალფან აკპეჩემ.  

ცნობისათვის, „ეფეს საქართველომ“  სექტემბერის ბოლოს, მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი სერია წარმოადგინა. ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული  „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული. პროექტი  დავით მაჭავარიანთან ერთად დაიწყო. ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე. ამჯერად, ამ ულამაზესი ნამუშევრის 4 მნიშვნელოვანი სცენის ხილვა შესაძლებელია მაღაზიის თაროებზე „ნატახტრის“ შეფუთვების საშუალებით, შეზღუდული დროით. თანასწორობა, მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე - ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...