0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლუდი „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“სერია საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა

„ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“  სერია საერთაშორისო კონკურსის „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ ფინალისტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ “წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) და „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ (World Beverage Innovation Awards 2020) ის საერთაშორისო კონკურსებია, რომლებშიც „ნატახტარი“ “ვეფხისტყაოსნის“  სერიით  მონაწილეობს.

„ეფეს საქართველომ“  სექტემბერის ბოლოს, მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი სერია წარმოადგინა. ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული  „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული. პროექტი  დავით მაჭავარიანთან ერთად დაიწყო. ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე. ამჯერად, ამ ულამაზესი ნამუშევრის 4 მნიშვნელოვანი სცენის ხილვა შესაძლებელია  მაღაზიის თაროებზე „ნატახტრის“ შეფუთვების საშუალებით, შეზღუდული დროით. თანასწორობა, მეგობრობა,  სიყვარული, სიკეთე - ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია. 

 „ჩვენ ვამაყობთ,  რომ ჩვენი საყვარელი პროექტი საერთაშორისო კონკურსებზეა წარდგენილი და „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებულ „ნატახტრის“ ქილას  მსოფლიოს ცნობილი ბრენდების გვერდით ვიხილავთ. ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში. - განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა ალფან აკპეჩემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...