სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
5 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 9 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი თბილისის ისტორიულ უბან ავლაბარში, 65 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას მოხმარდება. Clocks Hotel Tbilisi საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული პროექტის მიხედვით შენდება. პროექტის განხორციელების პროცესში ამჟამად 52 ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც ობიექტი დამატებით 70 სამუშაო ადგილს შექმნის.
პროექტზე მუშაობის პროცესში, სასტუმროს მენეჯმენტის ძირითადი მიმართულება ისეთი ადგილობრივი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას ცნობილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს არამხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებით, არამედ შენობის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გარდა გამორჩეულად დახვეწილი ნომრებისა, Clocks Hotel Tbilisi- ში განთავსდება 2 საკონფერენციო დარბაზი, 2 რესტორანი, ბარი, ტერასა თბილისის ულამაზესი ხედებით და გამწვანებული ეზო, რომელიც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
განსაზღვრული სეგმენტი მოიაზრებს MICE ტურიზმის განვითარებას, როგორც სხვადასხვა კომპანიების მასპინძლობითა თუ საქმიანი შეხვედრების ორგანიზებით, ასევე მოგზაურების და სხვა სტუმრების მიღებას. სამომავლოდ ასევე იგეგმება საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ტურიზმის სექტორში დამატებითი პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იქნება გადანაწილებული.
პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს.
“სასიხარულოა, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო შენდება. ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება, შესაბამისად სასიამოვნოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით Clocks Hotel Tbilisi საქმიანობას ავითარებს. სასტუმროს გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მისი გამორჩეულად მაღალი ხარისხი და თანამედროვე დიზაინი პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ საინტერესო პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები