0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ნიბა“ რძის წარმოებას აფართოვებს

თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად ადგილობრივი ბაზრისთვის საშუალოდ 3 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. ფერმაში ამჟამად 200 სულ ძროხას 6 ადამიანი უვლის. „ნიბა 2008“-ის დამფუძნებელი ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, რომ მალე საქონლის რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ფერმას რამდენიმე ახალი ადამიანი დაემატება. „ნიბა“ თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით  დაარსდა და განვითარდა. 2017 წელს ის თიბისის პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ ნომინაციაში „წლის აგრობიზნესის“ გამარჯვებული გახდა.

ბაკურ ეჯიბაშვილის, როგორც ფერმერის, ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, თავიდან ის მეცხვარეობით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ ქართული ჯიშის ძროხების მოშენება გადაწყვიტა. რამდენიმე წლიანი საქმიანობისა და და ევროპული ფერმების ნახვის შემდეგ, მან საქართველოში ჰოლანდიური ჯიშის ძროხების მოშენება დაიწყო. დღეს უკვე „ნიბას“ სოფელ კუმისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი, თანამედროვე ფერმა აქვს, სადაც მსხვილფეხა საქონლის მოვლის პროცესიც ავტომატიზებულია და ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ჩვენი კომპანიის წარმატება თანამედროვე მიდგომებმა, ცოდნამ და დაუღალავმა შრომამ განაპირობა. ჩვენ დავინახეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებშია გამოსავალი. ვაპირებთ კიდევ გავაფართოვოთ ფერმა, რადგან ნედლ რძეზე მოთხოვნა საქართველოში კვლავაც დიდია,“ - ამბობს ბაკურ ეჯიბაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში რძის წარმოების კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს, რადგანაც მწარმოებელი ფერმა სულ რამდენიმეა. ბაზარი აუთვისებელია და ქვეყანაში რძე საკმარისი რაოდენობით მხოლოდ გაზაფხულზეა, დანარჩენ პერიოდში კი დეფიციტი  იმპორტირებული რძის ფხვნილით ივსება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...