0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვით პრაქტიკულად დაანგრია სარეკლამო ბაზარი და გაკოტრების პირას მიიყვანა კრიტიკული მედიები.. ახლა თვითონ ხეირობენ ამ ბიზნესით" - ნიკა გვარამია

ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვით პრაქტიკულად დაანგრია სარეკლამო ბაზარი და გაკოტრების პირას მიიყვანა კრიტიკული მედიები.

ახლა თვითონ ხეირობენ ამ ბიზნესით და საგადასახადო განაკვეთის გაზრდის გზით კიდევ 400 მილიონი მოაქვთ ბიუჯეტში წინასაარჩევნოდ სოციალური ხარჯების ზრდისთვის. თან ფარისევლურად წუხან, რომ აკრძალვებმა ვერ იმუშავა და სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48დან 52 მილიარდამდე გაიზარდაო. თან წუხან, თან რა კარგია დამატებით 400 მილიონიო. ასეა, ყველა გულუბრყვილო და კეთილსინდისიერი უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, და არა სათამაშო ბიზნესის შესავიწროებლად და მოქალაქეების დასაცავად.

წერს ნიკა გვარამია საკუთარ "ფეისუქ" გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები