0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ… "- საზარელი მკვლელობის დეტალები

გაზეთი „კვირის პალიტრა“ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვეფხვია ბაქრაძის ჩვენებას აქვეყნებს.

ჩვენებაში ბაქრაძე დეტალურად აღწერს მკვლელობის დღეს და იმას, თუ რა გარემოებაში მოკლა თამარ გამრეკელაშვილი.

ვეფხია ბაქრაძე ჩვენების დასაწყიში აცხადებს, თუ როგორ გაიცნო თამარ გამრეკელაშვილის დედა ნათელა გობაძე.

„2004 წელს ვმუშაობდი რესტორანში და იქ გავიცანი ნათელა გობაძე, ჩამომიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, რაც შემდეგ გადაიზარდა სიყვარულში. ვინაიდან განქორწინებული იყო, დავიწყეთ თანაცხოვრება. ბინა ნაქირავები მქონდა, ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ნათელას ქალიშვილები-თამარი და თათია. უფროს ქალიშვილთან, თამართან, ცოტა დაძაბული ურთიერთობა მქონდა, რატომ, ვერ ვხსნი. 

2010 წელს დანაშაულის დაფარვისთვის დამაკავეს და 6 თვე ვიხდიდი სასჯელს. შემდეგ გამიფორმდა საპროცესო და შემეფარდა 2 წელი პირობითი მსჯავრი… სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულს, თამარი გათხოვილი დამხვდა, მე, ნათელამ და მისმა უმცროსმა ქალიშვილმა თანაცხოვრება გავაგრძელეთ. ჩვენთან ცხოვრობდა ჩემი ქალიშვილი პირველი ცოლისგან, ლიკა ბაქრაძე. 2013 წლამდე ერთად ვცხოვრობდით, დეკემბრის თვეში კი, ნათელა ჩემგან წავიდა და საცხოვრებლად თამართან გადავიდა. 

2014 წლის დასაწყისში საერთო ნაცნობისგან შევიტყვე, რომ ნათელა სხვა მამაკაცს ხვდებოდა. დავურეკე და მითხრა, რომ ქობულეთში იყო, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა. მითხრა, თუ ჩავიდოდი, დამელაპარაკებოდა. ჩავედი და დაველაპარაკე. მან უარყო ღალატი და მითხრა, რომ ჩემთან თანაცხოვრება არ სურდა. ქობულეთში დავრჩი რამდენიმე დღე. ვებგვერდის დათვალიერებისას ვნახე ვებგვერდზე მიწერილი წერილები ერთ-ერთ მამაკაცთან და დავრწმუნდი, რომ მღალატობდა, რის გამოც ჩვენს შორის უთანხმოება მოხდა, რა დროსაც მივაყენე სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანება. ამის გამო ნათელამ განცხადებით მიმართა პოლიციას და გამასამართლეს -3 წელი მომისაჯეს. 

ციხიდან გამოვედი 2017 წლის 25 მაისს, გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად წავედი ჩემს ქალიშვილთან, ლიკასთან. ნათელას მობილურზე სმს გავუგზავნე, რომ მინდოდა მისი ნახვა. შევხვდი, გადავწყვიტეთ ისევ ერთად ცხოვრება, ის მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა… როცა რამდენიმე დღით ბრუნდებოდა თბილისში, ჩემთან ნაქირავებ ბინაში მოდიოდა და მილაგებდა ყველაფერს, ბინა შინდისის ქუჩაზე მქონდა ნაქირავები. როდესაც ჩემთან რჩებოდა, მეუბნებოდა, რომ ჩემთან ურთიერთობას უშლიდა მისი უფროსი ქალიშვილი თამარი, თუ რა მოტივით, არ ვიცი. მიუხედავად თამარის ასეთი წინააღმდეგობისა, ჩვენ ისევ დავიწყეთ თანაცხოვრება და საცხოვრებლად გადავედით სოლოლაკში. თამარი და თათია ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში თამარის ბავშვებთან ერთად. ჩვენ ხშირად ავდიოდით ბარნოვზე, მაგრამ იქ არასოდეს დამხვედრია თამარი…

13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. 13 აპრილს, დაახლოებით 19 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევირბინე “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა.

გამახსენდა, რომ ნათელას ეცვა შარვლები, რომელიც მე არ მსიამოვნებდა, ავიღე სამზარეულოდან დანა და დავჭერი. ვინაიდან ზოგი შარვალი არ დაიჭრა, ჩავედი ისევ მანქანაში, ავიღე იქიდან დიდი ზომის დანა, ისევ დავბრუნდი სახლში და დავჭერი დარჩენილი შარვლები და ტუფლები, რაზეც შემდეგ ზემოდან დავასხი 2-ლიტრიანი ბოთლიდან ბენზინი და გადავწყვიტე მათი დაწვა. მაგრამ მალევე გადავიფიქრე. გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი ‘კრესლოში”, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. 

თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ…

 სწორედ ამ დროს გავიგე კარზე ბრახუნის ხმა. მეზობელი ქალბატონები იძახდნენ, პოლიცია მოდისო. შემეშინდა, გავაღე ფანჯარა და გადავედი სახურავზე, რა დროსაც დავიზიანე თავი და ფეხი, შემდეგ გავიქეცი ქუჩისკენ გავაჩერე ტაქსი და ავედი სოლოლაკში, ჩემს ნაქირავებ ბინაში. იქ გავჩერდი რამდენიმე ხანი, მერე ტაქსით ავედი ვაშლიჯვარში, სადაც მივედი მეგობართან. იქ გაჩერებაზე უარი მითხრა და წამოვედი. გავედი ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც დავინახე მიტოვებული სახლი და იქ გავათენე ღამე. დილით ადრე „მარშუტკით“ გავედი ორთაჭალამდე, იქიდანაც „მარშუტკით“ გავემგზავრე თელეთში ნათესავთან, თემურ ბაქრაძესთან. იმავე საღამოს დამაკავა პოლიციამ.

კითხვაზე გიპასუხებთ: მე სრულად ვაღიარებ თამარ გამრეკელაშვილის, ჩემი ცოლის შვილის მკვლელობას, აღნიშნულ ფაქტს ბავშვები არ შესწრებიან და აქვე დავამატებ, არ მქონია განზრახვა, მკვლელობა ჩამედინა ბავშვების თვალწინ და ამით ტანჯვა მიმეყენებინა და ბავშვები ყოფილიყვნენ ამის თვითმხილველები. თამარის მკვლელობა გამოწვეული იყო იმით, რომ თამარი უშლიდა ნათელას ურთიერთობას, რაც გახდა უთანხმოების მიზეზი“, -აღნიშნავს ბაქრაძე ჩვენებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები