2 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავის 22–ე სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ–ერთს ფილტვები გაეთიშა

რუსთავის 22-ე  სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ- ერთ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველი მოსწავლეები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ყვებიან,  ჩხუბი სრულიად უმიზეზოდ დაიწყო:

„ერთი კლასელი დაფაზე ხატავდა, მეორე მივიდა და აუშარდა. მასწავლებლის მაგიდაზე გადააწვინა და ჩაარტყა. დარტყმის შედეგად, ამ ბავშვს ფილტვები გაეთიშა. მანდატური რომ არ მოსულიყო, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა“.

სკოლის მოსწავლეების თქმით, მსგავს ქმედებებში ჩხუბის წამომწყები მაღალკლასელი ბიჭი ადრეც შეუმჩნევიათ და იგი საკუთარ თანაკლასელებს ხშირად ჩაგრავდა.

„მაგ ბიჭმა შარშან სკოლაში ელექტროშოკი მოიტანა. უფრო სწორად, სულ დაჰქონდა ხოლმე.“

„დაზარალებული საწრაფოთი გადაიყვანეს. პასუხი ჯერ არ ვიცით, ფილტვებს გააშუქებენ და გაგვაგებინებენ“, – ამბობს დაშავებულის თანაკლასელი.

ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი ეკატერინე ცხვედაძე. მისი განცხადებით, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. დირექტორის თქმით მომხდარზე ძიება არ დაწყებულა, რადგან სამართალდამცავებმა ინციდენტი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს.

როგორც ცნობილია, დღეს შემთხვევა მოხდა რუსთავის მე-18 სკოლაშიც. მოსწავლეს მანდატურმა ექლექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა.

წყარო: edu.aris.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები