1 4 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელჩანთის და პირადი ნივთების ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბორის ლ. და 1980 წელს დაბადებული, ასევე წარსულში ნასამართლევი როინ ფ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ჩაბალის ქუჩაზე, 1985 წელს დაბადებულ ნატა ი-ს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხელჩანთა პირადი ნივთებით გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბორის ლ. გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, ხოლო როინ ფ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ნაძარცვი ხელჩანთა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები