0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართება

4 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ. თიბისი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს კონფერენციას და როგორც წამყანი ტექნოლოგიური კომპანია მონაწილეობს მასში.  

 

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ.     

 

წელს კონფერენციას 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მოწვეული უცხოელი გამომსვლელები. წლევანდელი ფოკუსი სამი ძირათი თემის გარშემო იქნება, ესენია: FinOps, ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერ-უსაფრთხოება, Big Data და AI.  

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება  ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილის, იური სემენიხინის მიერ, რომელიც გაგვიზიარებს ბანკის ხედვას და გამოცდილებას, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე.

 

ასევე, კონფერენციაზე თიბისი წარმოდგენილი იქნება მონაცემთა ანალიზის გუნდიდან ორი წარმომადგენლით: მანანა ქირია და ლაშა ფანცხავა, რომლებიც MSOps და AI თემას წაიყვანენ.

  
„ჩვენ შევეცდებით კონფერენციაზე დამსწრე ადამიანებს დავანახოთ, სად არის ტექნოლოგიების, ფინანსების და ბიზნეს ამოცანების თანხვედრის წერტილი, რომელიც ააჩქარებს ბიზნესის გამჭვირვალობას და მას ინოვაციების უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს.  

 

ამგვარი კონფერენციები აძლიერებს ტექ კომუნას, ჩვენ  ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ ტექზე ილაპარაკონ ტექნოლოგიების და ბიზნესის ჭრილში და ზოგადად დისკუსია გავაღვივოთ, ცოდნა, ახალი სწავლებები და წლიდან წლამდე მომხდარი სიახლეები გავუზიაროთ ერთმანეთს. გარდა ამისა, ეს არის ადგილი ნეთვორქინგისთვის, რომ ადამიანები აქედან ახალი იდეებითა და კონტაქტებით წავიდნენ”, - იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.  

 

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 4 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...