სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
„თინეთი“ (TNET) თიბისი ჯგუფის წევრი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას გააერთიანებს და მომხმარებელს ონლაინ სერვისების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ეს პლატფორმებია: myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.
„თინეთში“ შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70% - ია და ჯამში მთელი ქართული ინტერნეტ ტრეფიკის 40% უჭირავს.
„თინეთი“ ახლაც და მომავალშიც მომხმარებელს 4 ძირითადი მიმართულებით შეთავაზებს სრულყოფილ პროდუქტებს და მომსახურებას. ესენია: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. მომავალში კი ეს მიმართულებები სუპერ აპში მოიყრის თავს. Super app - ის შექმნის მიზანი ადამიანების ყოველდღიურად გამოყენებადი, საჭირო სერვისების ერთ აპლიკაციაში გაერთიანებაა, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდება და მარტივი ნავიგაციით მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული იქნება.
„ჩვენი მისია ტექნოლოგიური საშუალებებით ადამიანების ცხოვრების გამარტივება და ისეთი სერვისების და პროდუქტების შეთავაზებაა, რომლებიც დაუზოგავს მათ ფინანსებსა და დროს. „თინეთის“ შექმნაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენი ამბიციაა, რეგიონში უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია გავხდეთ და ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით კიდევ უფრო გავუმარტივოთ მომხმარებლებს სასურველი მომსახურების მიღება,“ - გიორგი ჩუმაშვილი, თინეთის გენერალური დირექტორი.
ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 300 - მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა IT სფეროს წარმომადგენელია. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა 500 - მდე გაიზრდება, რითაც კომპანია IT სფეროში საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გახდება. „თინეთი“ ყველა დასაქმებულს პროფესიონალური განვითარების 3 წლიან გეგმას შესთავაზებს. ტექნოლოგიები, ფრეიმვორკები და ენები, რომელსაც „თინეთი“ იყენებს, მრავალფეროვანია: Node. Js; Python; Laravel; C – sharp; Vue Js, React, Angular, iOS, Android, Flater.
ჯამში „თინეთი“ აერთიანებს 8 ვებ-გვერდს და 5 iOS და ანდროიდ აპლიკაცის, იგეგმება ახალი პლატფორმების შექმნაც.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები