სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მერვედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.
ღონისძიება, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, წელს მაროკოში შედგა. დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელიც ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალობაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2021 წელს 2000-მდე საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციას დაუჭირა მხარი და რეკორდულ წლიურ მოცულობას - 3,2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, სფეროს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე ომის საერთაშორისო ვაჭრობაზე გავლენაზე და არსებულ ვითარებაში სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დიდი ყურადღება დაეთმო EBRD-ის მიერ ომით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირებას. ასევე, განიხილეს ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობები.
„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენ, როგორც ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის პარტნიორ ბანკს, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ნებისმიერ რეალობაში კომპანიების სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობა და უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. EBRD-თან პარტნიორობა საშუალებას გავძლევს, რომ კლიენტების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ გამოწვევებს წარმატებით ვუპასუხოთ და ბიზნესების განვითარებისთვის, ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობები გავაჩინოთ. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარიტვებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ვთავაზობთ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
“EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა ერთგვარ გაერთიანებას წარმოაგდენს, რომელიც პროგრამის წევრებს შორის მყარ და საქმიან ურთიერთობასა და მეგობრობას ეფუძნება. აღნიშნული პლატფორმა წლებია ადასტურებს, რომ მუდმივად ცვალებადი რეალობის პირობებშიც კი, ჩვენ ერთიანები ვართ“, - ოდილ რენო-ბასო - EBRD-ის პრეზიდენტი.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები