სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად დაასახელა.
თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.
ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი - 48%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.
კლინეტი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის, დამატებითი შესაძლებლობებისა და ციფრული გადაწყვეტების შექმნის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში, თიბისი არაერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთო:
თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას შეუერთდა და საპილოტე პროგრამაში - Preview Offering Program ჩაერთო. სატესტო პროგრამის მიზანი ვაჭრობის დაფინანსების პროცესში ციფრული ხელშეკრულებების დანერგვა იყო.
ამასთანავე, თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული. თიბისიმ, Marco Polo პლატფორმის საშუალებითა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, საპილოტე რეჟიმში, კომერცბანკთან ერთად, 2 სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელა.
თიბისი მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტრანზაქციის მონაწილეც იყო, რომელიც EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერითა და FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელდა.
„საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ვაჭრობის დაფინანსების ისეთ გადაწყვეტებზე, რომლებიც ვაჭრობის პროცესსა და მომარაგების ჯაჭვს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. გამოწვევებით სავსე ბოლო 2 წლის განმავლობაში, კომპანიებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს - რას ნიშნავს მუდმივად ცვალებადი გარემო. სწორედ ამიტომ, კლიენტები ჩვენგან - მათი პარტნიორი ბანკებისგან, დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარიტვებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ელიან. აქედან გამომდინარე, Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება, ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე არა მარტო ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს, არამედ ადასტურებს, რომ პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ და ნებისმიერ რეალობაში მათი სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები