სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
ჩართე წეროვანი, ჩოხატაური, წყალტუბო ან პანკისი და დააკავშირე საქართველოს რეგიონები მსოფლიოსთან ინტერნეტის საშუალებით. პლატფორმა "ჩართე“ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების დასახმარებლად შეიქმნა. ვებ. გვერდზე წაიკითხავთ თინეიჯერების ისტორიებსა და მათ სურვილებს, - ზუსტად იციან რაში სჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტი, - ყველას კონკრეტული მიზანი აქვს.
წარმოიდგინე სიტუაცია, თითქოს ახალგაზრდების მომავლის, მათი ცხოვრების შეცვლა სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია. ახლა "ჩართეს“ პლატფორმა გახსენი და წამზომიც მოიმარჯვე. 3 წუთში თანხა ელენეს, ზურას, ვაჟას ან თეკლეს ანგარიშზე გადაირიცხება და მათი ყოველდღიურობაც იცვლება, - წარმოსახვაში კი არა, რეალურ დროსა და სივრცეში.
„ჩართე“ 2017 წელს საგანმანათლებლო ფონდის, Educare Georgia-ს მიერ შეიქმნა. ამ ეტაპზე, ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 2 300-ზე მეტი ყოველთვიური მხარდამჭერი, ისინი არიან ფიზიკური პირები, ვინც საკუთარი სურვილით, მათთვის მისაღებ თანხას მოზარდებს ურიცხავენ. ამის გარდა, პერიოდულად გვიკავშირდებიან და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან. რაც შეეხება მუშაობის პრინციპს, ჩავდივართ რეგიონებში და სკოლებისაგან გამოვითხოვთ სიას სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების შესახებ, რომლებსაც არ აქვთ წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე”, - მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ "ჩართეს“ ოპერაციების მენეჯერი.
დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მათ დასახმარებლად უკვე ასობით შემომწირველი "ჩართეს“ გარშემო შემოიკრიბა. დიდი ხანია ჩართესთან თანამშრომლობს თეგეტა ჯგუფიც. ძალების გაერთიანებით ხომ უფრო მეტი ადამიანის გახარებაა შესაძლებელი. ამ მეგობრობას ახლა პლატფორმა tegeta.care შეემატა, რაც დახმარების მსურველებს საქმეს კიდევ უფრო უადვილებს, შედეგად კი სულ უფრო მეტი მოზარდი მსოფლიო ქსელში ერთვება. პროცედურა ამ შემთხვევაშიც მარტივია: ადვილად მიაგნებთ "ჩართეს’’ და შემდეგ სულ ოთხი ველის შევსებით დონაციას განახორციელებთ.
"თეგეტა უკვე რამდენიმე წელია ჩართეს ერთგული მხარდამჭერია. იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, კომპანიამ წლების განმავლობაში დაახლოებით 50 მოსწავლის კომპიუტერი და ინტერნეტი დააფინანსა, სამეგრელოში მცხოვრები მოსწავლეებისთვის კი თეგეტას მხარდაჭერით ერთ-ერთი პირველი ტრენინგებიც ჩავატარეთ მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებით. ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდით თანამშრომლობის ასეთი ფორმით გაგრძელებასაც. ვფიქრობთ, ერთად კიდევ უფრო მეტ ახალგზარდას დავეხმარებით“, - მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ "ჩართეს“ ოპერაციების მენეჯერი.
დღეს ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღებისა თუ სრულყოფილი ცხოვრების უმთავრესი და ხშირად, ერთადერთი წყაროა. ახალგაზრდები ინტერნეტით სწავლობენ უცხო ენებს, უყურებენ ფილმებს, თვალს ადევნებენ მსოფლიო სიახლეებს, იჩენენ მეგობრებს და მუშაობენ დისტანციურად.
თუ გინდა, რომ უკეთესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს, ჩაურთე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს და იზრუნე განათლებაზე.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები