სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
ლიბერთი აგრძელებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ალტერნატიული არხების სწრაფ განვითარებას. ამჯერად, ლიბერთის მომხმარებლისთვის 630-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, ფულადი გზავნილების მიღების, განაღდებისა და გაგზავნის ინოვაციური ფუნქციონალი გახდა ხელმისაწვდომი.
ლიბერთის ბანკომატებში ნებისმიერ დროს, ყველა ბანკომატში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება შემდეგი სისტემებით: Contact, Ria, Welsend, Unistream, Zolotaya Korona. საერთაშორისო გზავნილის განაღდებას ბანკომატიდან მომხმარებლები სპეციალური, საუკეთესო კურსით შეძლებენ.
საქართველოს მასშტაბით ‘ლიბერთი ექსპრესი’ გზავნილების გაგზავნა და მიღება უკვე ბანკომატითაც არის შესაძლებელი, ფილიალში ვიზიტის გარეშე.
ლიბერთის ბანკომატებს განახლებული ინტერფეისი და სრულიად ახალი მომხმარებლის გამოცდილება აქვს, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია - გზავნილების კომფორტულად მიღება და გაგზავნა მომხმარებელს ფილიალებისა და ბანკომატების გარდა, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკშიც შეუძლიათ.
„პანდემიის პირობებში მომხმარებლების საბანკო საჭიროებებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ციფრულ არხებში ინტეგრაციის პროცესს. ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნის სერვისის ბანკომატებში დანერგვით, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ გზავნილების მიმოცვლის მარტივი პროცესი 24/7-ზე. ახალი სტრატეგიის ფარგლებში უკვე არაერთი გაციფრულებული სერვისი დავნერგეთ ჩვენს დისტანციურ არხებში, რაც თავის მხრივ, ემსახურება მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების და ბანკისთვის კონკურენტული უპირატესობის შექმნას“ – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ამ არხიდანაც ავტომატურად ჩაერთვება ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც საერთაშორისო გზავნილს მიიღებს და გაანაღდებს. გათამაშების ფარგლებში ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად ჯილდოვდება 10 ლარით, ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლებისთვის დაწესებულია 200 და 500 ლარიანი პრიზები.
გზავნილებით ბანკომატის საშუალებით სარგებლობა მარტივია, დეტალურ ინფორმაციას ლიბერთი თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები