სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
14-16 დეკემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართება აჭარული ნაქარგობის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს: ქართველი ფოტოხელოვანის ირმა შარიქაძის დოკუმენტურ ფილმს „აჭარული მზითვის ფერი“, რომელიც გადაღებულია თიბისის მხარდაჭერით; ირმა შარიქაძის აჭარული ნაქარგობის თემაზე გადაღებული ნამუშევრების ფოტოგამოფენას და პანელურ დისკუსიებს, რომელთა მთავარი თემები იქნება ქალთა გაძლიერება რეგიონში და ქართული ნაქარგობა, როგორც ხელოვნება.
ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებას წინ უძღოდა ექსპედიცია ზემო აჭარაში, წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი თემის, აჭარული ნაქარგობის პროექტის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ფილმის ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. ფილმის ავტორი გვიყვება მაღალმთიანი აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია.
აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დღეს დაკარგვის საფრთხის წინაშეა. კულტურის გავრცელების არეალი მოიცავდა აჭარას და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს იმ სოფლებს, სადაც აჭარლები არიან განსახლებული. აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია რაც დაკარგა.
ფილმი “აჭარული მზითვის ფერი” წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე.
2020 წელს, აჭარულ ნაქარგობას მიენიჭა ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი და ამით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ უნიკალური და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ტრადიციის შენარჩუნების და აღორძინებისთვის.
თიბისისთვის, როგორც პროექტის მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქართული ტრადიციული ხელოვნების დარგის გადარჩენას და აღდგენას. ამასთანავე, თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, განსაკუთრებულ ღირებულებას ხედავს აღნიშნულ ინიციატივაში რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერების მხრივ.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
კომენტარები