სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
თეგეტა აკადემიაში ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა. 2 წლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება კურსის 11-მა მონაწილემ წარმატებით გაიარა და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო. კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საქმიანობა ავტოტრანსპორტის
ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. თითოეულმა დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგანაც მიიღო.
პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ სწავლა პირველმა ნაკადმა 2019 წელს დაიწყო. კურსი დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზეა აგებული, რაც თეორიულთან ერთად პრაქტიკული ნაწილის თეგეტა მოტორსთან ერთად განხორციელებას გულისხმობს.
სწავლების თეორიული ნაწილი 8 თვეს გრძელდება და კოლეჯის ბაზაზე მიმდინარეობს. პრაქტიკული კომპონენტი კი თეგეტა მოტორსში ხორციელდება, სტაჟირება ანაზღაურებადია. პროგრამა წელიწადსა და რვა თვეს მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტები თეორიასა და პრაქტიკაში ორკომპონენტიან საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ. შედეგად კი პროგრამის მონაწილეები მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის (ელექტრომექანიკოსის) დამადასტურებელ დიპლომს იღებენ.
„2021 წლის კურსდამთავრებულები ქვეყნის მასშტაბით, პირველი ავტო მექანიკოსები არიან, რომლებმაც პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი მიიღეს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია თეგეტა აკადემიისთვის და მეორე მხრივ, პროფესიული კომპეტენციის კუთხით დიდი პასუხისმგებლობაა სისტემურ დონეზე. თეგეტა ჰოლდინგის, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. თეგეტა აკადემია არ შემოიფარგლება მხოლოდ სწავლების პროცესით და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაში უწყობს ხელს. წლევანდელი კურსდამთავრებულებთან ცხრას უკვე აქვს დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისაგან“, - ნინო ოხანაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
„თეგეტა აკადემია“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით, საგანამანათლებო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა.
მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
კომენტარები