სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
საქართველოს ბანკი სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებების პარტნიორია. ბანკის ჩართულობით ProductTank Tbilisi-ის წლევანდელ შეხვედრაზე 3 ქართული სტარტაპი წარდგება, რომლებმაც უკვე გაიარეს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა სან-ფრანცისკოში 2-კვირიან სააქსელერაციო პროგრამაში, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობაა.
Product Tank Tbilisi- ის სპიკერები იქნებიან:
· გეგა წურწუმია, Payze-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი
· ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
· დავით ყაველაშვილი, Digital Area-ს უფროსი პორტფელის მენეჯერი
შეხვედრას მოდერატორობას ნოდო ივანიძე, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გაუწევს.
„Startup Büro და ProductTank Tbilisi მის პარტნიორებთან ერთად აქტიურად განაგრძობენ პროდუქტ ქომუნითის გაერთიანებას, რომ პროდუქტ მენეჯმენტი, როგორც კარიერა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ. ჩვენი არაფორმალური შეხვედრების სერია, მისი კონტენტი და პრემიუმ სპიკერები გრძელვადიან პერიოდში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის ზრდასა და გაძლიერებას მოემსახურება“,- განაცხადა გური ქოიავამ, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელმა და ProductTank Tbilisi-ის თანაორგანიზატორმა.
„საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტარტაპებს სამომავლო განვითარებაში. ამის ნათელი მაგალითია ის პროექტები, რომელსაც ჯგუფი ამ მიზნით ახორციელებს. სწორედ ასეთი პროექტის, 500 Georgia-ს ორი გამარჯვებული სტარტაპი გაუძღვება შეხვედრას. ისინი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მიიღეს როგორც საქართველოში, ასევე სილიკონ ველიზე. ვფიქრობთ, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები სტარტაპისთვის ზრდისა და სამომავლო განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა “,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.
ProductTank Tbilisi-ზე დასწრება უფასოა და ის 26 ნოემბერს, მოძრაობის თეატრში (აღმაშენებლის გამზირი #182), 19:00 საათზე გაიმართება. უსაფრთხოების რეგულაციების მიხედვით, ღონისძიება მხოლოდ 100 დამსწრეს უმასპინძლებს. შეხვედრაზე დასასწრებად უნდა იყოთ სრულად ვაქცინირებული ან წარმოადგინოთ სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
მსურველებმა დასწრება შემდეგ ბმულზე უნდა დაადასტურონ:
https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/282123017
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები