სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა. ბანკთან პარტნიორობით„აქვა გეომ", რომელიც 2011 წლიდან წყლის მოპოვება-ჩამოსხმას და რეალიზაციას ეწევა, საწარმოო ხაზიგააფართოვა.
„აქვა გეო" სასმელ წყალს „სნოს" და „კობის" ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქტის მიწოდებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მცირე ზომის კომპანიებთან, ასევე დიდ ქსელებთან ახორციელებს. კომპანია 2 ჭაბურღილზე და 3 წყაროზენატურალური მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიასფლობს, ამჟამად კი 250-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
„აქვა გეოს" განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა 20 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩამომსხმელი ხაზების შესყიდვას მოხმარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 70მლნ. ლარს უტოლდება.
„საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ჩვენს საწარმოს ახალი ხაზი შეემატა, რომლის სიმძლავრეც საათში 24,000 ბოთლს უტოლდება. ამან მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეხდინა პროდუქციის დივერსიფიკაცია და არსებული პორტფელი გაგვეზარდა. კომპანიის 10 წლის იუბილე სწორედ მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღვნიშნეთ - ამიერიდან ლიმონის არომატს მინერალებით გაჯერებული ორი ახალი არომატი - ვაშლის, საზამთროსა და ნესვის მიქსი შეემატა. „აქვა გეო" პირველი წყლის კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს „სნოს" ბრენდის ქვეშ არომატიზირებული წყალი შეთავაზა." - აცხადებს„აქუა გეოს" მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან შავლაყაძე.
„საქართველოს ბანკიაგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში „აქვა გეომ" კიდევ უფრო გააფართოვა წარმოება. კომპანია მომხმარებელს საქართველოში და მის საზღვარგარეთ, „სნოს" და „კობის" ბრენდის ქვეშ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო საქმიანობაში. საქართველოს ბანკი მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს", - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძე.
ცნობისთვის, „აქვა გეო" ბაზარზე მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელსა და ყაზბეგის რაიონ სოფელ კობში მდებარე საწარმოებითაა წარმოდგენილი. ყაზბეგში მინერალური წყალი სახელწოდებით „კობი" იწარმოება, რომლის რეალიზაციაც ძირითადად კანადაში,ლიტვაში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა დარუსეთში ხორციელდება. კომპანიას მინერალური და არაგაზირებული ნატურალური წყლის მოპოვებისა და ჩამოსხმის 25 წლიანი ლიცენზია გააჩნია და როგორც ხარისხის მენეჯმენტის, ასევე სურსათის უვნებლობის სისტემის სერტიფიკატებს ფლობს.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები