1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები ფინტექ კომპანიებს

 

საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სხვადასხვა სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობით, ბანკმა პარტნიორ ფინტექ კომპანიებსამჯერად სპეციალური, მათზე მორგებული შეთავაზებები მოუმზადა.

ფინტექ კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, ამიერიდან სპეციალური პირობებით შეძლებენ მათ ბიზნესსაჭიროებებზე გათვლილი სერვისებით სარგებლობას ისეთი პროვაიდერებისგან, როგორიცაა: იურიდიული თუ ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერები, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები, გაყიდვების მენეჯმენტი,IT და მარკეტინგული სერვისებისმომწოდებელი კომპანიები და სხვა. გარდა ამისა, შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების გამოყენებისას შეღავათიანი ფასებით ისარგებლონ.

შეთავაზებების სრული სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ul9fgs

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესს სამომავლო  განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი ბიზნეს მიმართულება ფინტექსფეროა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ახლა იკიდებს ფეხს.   ღია ბანკინგის დამკვიდრებასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება ფინტექინდუსტრიის საჭიროება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისპროვაიდერ კომპანიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში ბანკის პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული პირობებით შეძლებენგამართულად ოპერირებისთვის საჭირო მრავალფეროვან სერვისზე წვდომას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს უფრო სწრაფ ზრდასა და  განვითარებას. ასევე, სფეროში მოღვაწე ადამიანების ცოდნის ამაღლებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...