1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნაკრძალში, იჩერი შეჰერის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში, ათეშგაჰის ტაძარსა და ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე. ფოტოსესიების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის თასი, UEFA EURO 2020-ის მასკოტის, სკილზის თანხლებით, ბრენდირებული ავტობუსით ბაქოს სხვადასხვა გამზირსა და ქუჩაზე ჩამოატარეს, სადაც ბაქოს მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს მისი ხილვის საშუალება მიეცათ. ბაქოს შემდეგ თასს დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში გადაიტანენ. აღსანიშნავია, რომ EURO 2020-ის თამაშები, ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. მათ შორის, A ჯგუფის 3 თამაში და მეოთხედფინალის ერთი მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. 12 ივნისს ბაქო უელსი-შვეიცარიის, 16 ივნისს თურქეთი-უელსის, ხოლო 20 ივნისს შვეიცარია-თურქეთის მატჩს უმასპინძლებს. მეოთხედფინალის შეხვედრა კი ბაქოში 3 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...