პოლიტიკა
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 000 დოზა შემოვიდა
2021-05-06 12:26:10
საქართველომ დღეს, 6 მაისს "ასტრაზენეკას" 43 000 დოზა მიიღო. ვაქცინა იმ პირებისთვისაა გათვლილი, ვისაც პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.
"ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ, საღამოს 8 საათიდან დაიწყო. მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად ნებისმიერ დაწესებულებაში დარეგისტრირდნენ, პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ საიტზე - booking.moh.gov.ge.
კომენტარები