Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
დავით ჩოჩია აცხადებს, რომ საფლავებიდან ცხედრების გადასვენება ჯერ არ დაწყებულა.
"გადასვენების პროცესი არის მოსახლეობასთან შეთანხმებული, ის დროში გაწერილია და ჯერ არ დაწყებულა. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ამ ფორმით აღდგომის წინა კვირაში რელიგიურ გრძნობებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.
კომპანია მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ მოსახლეობასთან. აღნიშნული საფლავი ორი თვის წინ გადაიტანა ადგილობრივმა მცხოვრებმა რაინდი მანაგაძემ საკუთარი სურვილით. მას აღებული აქვს კომპენსაცია, გადავიდა ქუთაისში საცხოვრებლად და საფლავებიც მისივე სურვილით გადაიტანა.
“ენკა”-ს მომხდარ ფაქტთან კავშირი არ აქვს და ზოგადად, საფლავების გადატანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ჩვენ გუშინ ვიყავით ჩასულები რიონის ხეობაში და მოსახლეობასთან ერთად მოვინახულეთ რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლება, სამომავლოდ განთავსდეს ახალი სასაფლაო, რომლის ვალდებულება კომპანიას აქვს აღებული.
ლოკაციის არჩევის შემდეგ, რაც მოხდება მოსახლეობასთან შეთანხმებით, ჩვენ უნდა მივიღოთ ოფიციალური ნებართვა და როდესაც დადგება გადასვენების დრო, ამაში ჩაერთვება სპეციალური დამკრძალავი ბიურო. ეს არის ეტაპობრივად დროში გაწერილი პროცესი, ამაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა, ეკლესია და ყველაფერი ხდება შეთანხმებით.
ამჟამად, მოსახლეობა არის გადაწყვეტილების პროცესში, თუ რა ადგილი აირჩიონ სამომავლოდ სასაფალოსთვის. ადგილობრივი მოსახლეობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტებით, რათა მათი მოთხოვნები იყოს ბოლომდე დაკმაყოფილებული.
სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები მცდარ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. ნებისიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სოფელში მივიდეს და საკუთარი თვალით ნახოს იქ არსებული რეალობა. ადგილობრივებმა ნამდვილად კარგად იციან რეალური სურათი" - აცხადებს კომპანია ენკას წარმომადგენელი დავით ჩოჩიამ.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საფლავების გადატანასთან დაკავშირებით ადგილობრივი რაინდი მანაგაძეც ეხმაურება, რომელიც ერთადერთია სოფელ ონჭეიშში, ვინც წინაპრების საფლავების სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამ სასაფლაოს კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში.
“რა უფლებით იღებენ და ავრცელებენ ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი სასაფლაოზე სიარულს. ჩემი სურვილით გადავწყვიტე დედაჩემის, მამაჩემის, ბებიას და ბაბუას ნეშტები ორი თვის წინ ქუთაისში გადმომესვენებია. არავის უთხოვია და ჩემს გარდა არც არავის გადაუსვენებია ნეშტები” – აცხადებს რაინდი მანაგაძე.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები