,,Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს"- კა...
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
|
ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი - მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლოთ თქვენთან, ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 10-წლიანი განვითარების გეგმა პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბიულობის გარეშე ვერ განხორციელდება.
„კარგად გვესმის, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში მოგვიწია ყოფნა. კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით, დაზარალდით თქვენ, მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, მთლიანად ბიზნესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძირითადი დამსაქმებელი ხართ, რეალურ დოვლათს ქმნით. მინდა, კიდევ ერთხელ, მთავრობის სახელით გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ, რასაც ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნისთვის აკეთებთ. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური შეხვედრა თქვენთან. ხვალ გვექნება შესაძლებლობა უფრო ვიწრო ფორმატში ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ბიზნესს დაუგროვდა.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად გვესმის, ვიმყოფებით საკმაოდ რთულ ვითარებაში, ვინაიდან კოვიდპანდემია არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. გვაქვს კონკრეტული ხედვა როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან - გავააქტიუროთ ვაქცინაცია და ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია. ჩვენ გვინდა, რომ მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და კონკრეტული 10- წლიანი განვითარების გეგმა, თითოეული სექტორის მიმართულებით. ამ პროცესში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ გარეშე ამ გეგმას ვერ განვახორციელებთ. ჩვენ გვესმის, რომ რა პრობლემებიც ქვეყანაშია დაგროვილი, მხოლოდ მთავრობა ვერ გადაწყვეტს და ვერ დავძლევთ. კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, სტაბილური გარემო. ამაში ვგულისხმობ პოლიტიკურ, მაკროეკონომიკურ და ა.შ სტაბილურობას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი - მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლოთ თქვენთან, ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა. ჩემი ხედვა არის, რომ, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, ნაკლები ბიუროკრატია, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბალანსზე არსებული პროექტების პრივატიზაციის დაჩქარებას, პრემიერის თქმით, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება არის მზად გასაყიდად.
„ეტაპობრივად ჩვენ დავიწყებთ ამ ქონების გამოტანას, დღეს 400 მილიონი ლარის ღირებულების ქონების პრეზენტაციას წარვადგენთ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა მიიღოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. „რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, ...
"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმო...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები