1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი Amazon-თან ერთად ფინტექ ვებინარს გამართავს

25 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულებით პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 29 მარტს 21:00 საათზე  Amazon-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ვებინარი, თემატიკით „Building MVP on AWS” გაიმართება. 

Amazon-ის წარმომადგენლები ეგორ შადრინი და ნიკიტა ხარჩენკო განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექ სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან, როგორიცაა: პროდუქტის შექმნა, ოპტიმიზაცია, ქლაუდ სერვისების გამოყენება და არქიტექტურის სწორად აგება. ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში სპიკერები დეტალურად ისაუბრებენ ამაზონის ვებ-სერვისებზე (AWS) და მათი გამოყენებით პირველი პროტოტიპებისა და მინიმალური ღირებულების პროდუქტების (MVP) შექმნაზე.

ვებინარს მოდერატორობას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი ღონისძიება  კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

„ფინტექ მიმართულების განვითარება და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, Amazon-ის მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად ვუმასპინძლოთ ამ მიმართულების ვებინარს. ის გზა, რომელსაც სტარტაპები განვითარების ადრეულ ეტაპზე გადიან. არც თუ ისე მარტივია და მნიშვნელოვანია, რომ მათ კომპეტენტურ რჩევებს  გამოცდილი სპიკერები გაუზიარებენ. ვებინარის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტარტაპებს ამ რთული გზის მარტივად გავლაში“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა. 

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:  https://bit.ly/3ciQyUY

ვრცლად სპიკერების შესახებ:

ეგორ შადრინი Amazon Web-ის გადაწყვეტილებების უფროსი მენეჯერია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან ლოს ანჯელესში, სადაც კომპანიებს აქსელერაციის სრულ პროცესში უწევდა ტექნიკური მიმართულებით მენტორობას.  როგორც Amazon Web-ის წარმომადგენელი, ის ავითარებს და ეხმარება სტარტაპ ეკოსისტემებს უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.

ნიკიტა ხარჩენკო Amazon Web-ში სტარტაპების განვითარების მიმართულებით ეწევა საქმიანობას. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და მათ მენტორობას უწევდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბაზრებზე გასვლის სტრატეგია, პროდუქტის მარკეტინგი, ბრენდის აგება და ფინანსების მოზიდვა. დღესდღეობით ის სტარაპ ეკოსისტემების განვითარებას უწყობს ხელს უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...