Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
24 მარტი, 2021 წელი - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერის მიზნით ხუთი წლის ვადით განათლების კოალიციასა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ორმხრივ თანამშრომლობას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსა“ და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით.
ბანკი მთელი წლის განმავლობაში მხარს დაუჭერს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საუკეთესო ათეულისთვის სპეციალურ საპრიზო ფონდს დააწესებს.
“მოხარულები ვართ რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი, აღიარებული და პრესტიჟული პროფესიული კონკურსი, რომელსაც რეალური ცვლილებები მოაქვს. ვფიქრობ ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ჯილდოს პროექტში ჩართული საზოგადოებრივი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაყოფიერი და თანმიმდევრული თანამშრომლობაა.
აღსანიშნავია, რომ ჯილდო ინტერსექტორული თანამშრომლობის კარგ მაგალითსაც ქმნის. ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს თანადგომისა და ერთგულებისათვის. გვჯერა, რომ მათთან პარტნიორობით წინ ბევრი ახალი და საინტერესო სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს. ამ მიზნით ჩვენს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ამ პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.“- განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე.
„დღეს, მაქვს პატივი ლიბერთის სახელით დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის მიმართ. ჩვენ წელს, უკვე მეხუთედ, მივიღებთ მონაწილეობას ამ კამპანიაში და საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულ საუკეთესო მასწავლებლების ათეულს დავაჯილდოვებთ.
ლიბერთი ბანკისთვის მეტად საპასუხისმგებლოა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს.
გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო პედაგოგებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, #ლიბერთიგულით სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპრიზო ფონდი გავაორმაგოთ.“ - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ვასილ ხოდელი.
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება 1 მარტს დაიწყო და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება (www.tprize.ge).
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები