1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სპორტმშენი იწყება - შექმენი შენი სპორტი

აჭარაბეთი, როგორც ინოვატორი კომპანია მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც გადაწყვიტა მომხარებლებს შესთავაზოს ისეთი პროექტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.

სპორტმშენი არის პროექტი, რომელიც  სპორტის მოყვარულებს აძლევს   უნიკალურ შანსს, რომ გახდნენ პროექტის  მთავარი შემოქმედები და შექმნან ახალი სპორტი.

პროექტისთვის შექმნილია სპეციალური ვებ პლატფორმა  sportmsheni.ge , სადაც მონაწილეები ატვირთავენ საკუთარ იდეებს და ასევე მიიღებენ ინსპირაციას ახალი სპორტის მოსაფიქრებლად.

პროექტს ჰყავს სპეციალური ჟიური, რომელიც შეაფასებს კონკურსანტების იდეებს და გამოავლენს გამარჯვებულს. 

სპორტმშენის ჟიურის წევრები არიან: 

სტელა ანდრიუკი,ირმა ხეცურიანი, გურამ თუშიშვილი,გივი ბაქრაძე, გიორგი ავალიანი, გიგა წიბახაშვილი, გიორგი სარიშვილი, ვახტანგ მდივანი და ჯუბა გრიგოლია. 

აპლიკაციების მიღება იწყება 22 მარტიდან და გაგრძელდება 19 აპრილამდე, რომლის შემდეგაც  დაკავშირება მოხდება იმ მონაწილეებთან, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებით  გადავლენ შემდეგ ეტაპზე, საბოლოოდ ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები 2,000₾, 5,000₾ და 10,000₾. და რაც მთავარია საუკეთესო სპორტის სახეობაში პირველი ისტორიული ჩემპიონატიც გაიმართება.  

„აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ყოველთვის ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში. სპორტმშენი არის აჭარაბეთის ახალი პროექტი, რომლის მიზანია  შევქმნათ ახალი სრულყოფილი სპორტი, სწორედ ამიტომ ვაცხადებთ კონკურსს და ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ უნიკალურ შანსს გახდნენ მთავარი შემოქმედები.გამარჯვებული გამოვლინდება სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ.ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ახალი სპორტის დაარსებას და მის მუდმივ მხარდაჭერას. ასე რომ არ გამოტოვით ეს შანსი, მიიღეთ მონაწილეობა ახალი სპორტის შექმნაში-სპორტმშენი იწყება!“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...