,,Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს"- კა...
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
|
ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბარია ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვწტილებაზე, ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის საქმესთან დაკავშირებით. Itv-ი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება გამოძიების მიმდინარეობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, რომ უზრუნველყონ შესაბამისი ზომების დროული მიღება და გამოძიების ჩატარება
ქარ / Eng
გადაწყვეტილებები
მინისტრთა საბჭოს წევრებმა:
1. განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5§3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამრთლო გადაწყვეტილებაში. აგრეთვე მე-18 და 5§1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევასთან დაკავშირებით რაც განპირობებული იყო წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივოებული პერიოდის გენერალური პროკურორის მიერ არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი - განეხორციელებინა ზეწოლა განმცხადებლის მიმართ რაც მიზნად ისახავდა მის მიერ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც არ იყო კავშირში სისხლის სამართლის საქმესთან.
გამოძიებასთან მიმართებაში:
2. განაახლეს დისკუსია ძველ მიგნებებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება ეფექტიანი გამოძიების შეფასების კრიტერიუმებს მე-18 მუხლის ყველა ასპექტში დარღვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.
3. ხაზგასმით გაიმეორეს, რომ კითხვები კვლავ რჩება მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში რომელსაც აწარმოებს გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი. ეს აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასამრთლოს ჰქონდა მიგნებები, რომლებიც შეეხებოდა წინა გამოძიებას რასაც ასევე აწარმოებდა პროკურატურის იგივე დანაყოფი, იგივე ხელმძღვანელობის პირობებში 2016-17 წლებში. აგრეთვე აღინიშნა მოწოდება ხელისუფლების მიმართ მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტი რომელიც რეკომენდირებულია შეირჩეს სამდივნოსთან კონსულტაციების შედეგად.
4. გამოხატეს სერიოზული შეშფოთება გამოძიების მოწადინების, საფუძვლიანობასა და დროულობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს რომ უზრუნველყონ შესაბამისი ზომების დროული მიღება, რათა ყველა არსებული საკითხი ზედმიწევნით გაანალიზდეს და შესაბამისი ახსნა მოინახოს. მოთხოვნილი საგამოძიებო ღონისძიებები უნდა იყოს საფუძვლიანად შესრულებული და ყველა დასკვნა უნდა იყოს სათანადოდ მყარი.
ზოგად ზომებთან მიმართებაში:
5. მე-18 მუხლთან მიმართებაში სასამართლოს მიგნებების სერიოზულობისა და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს პასუხისმგებელ პირებს მოახდინონ იმპლემენტაცია იმ რეფორმებისა, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რომელიც დაეფუძნება იმ ნაბიჯებს რაც გადაიდგა 2018 წლის კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში და უზრუნველყოფს შემდგომ ეფექტურობას ევროპის საბჭოს შესაბამის რეკომენდაციების მიხედვით; აგრეთვე სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების გაფართოებას იმ საქმეების ჩათვლით, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე -18 მუხლის დარღვევა;
6. მოითხოვეს ხელისუფლებისგან მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტული და მიზნობრივი ზომების შესახებ, განსაზღვრულ გრაფიკთან ერთად, ამ საქმის შემდეგი განხილვამდე, 1411-ე შეხვედრამდე."
https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=0900001680a1ac22
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. „რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, ...
"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმო...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები