პოლიტიკა
მოლაპარაკებებში "ქართული ოცნების" მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან
2021-03-12 14:27:19
ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში "ქართული ოცნების" მხრიდან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ჩაერთვებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.
კომენტარები