Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
26 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები - იდეათეკები აქტიურად გამოიყენება სხვადასხა აქტივობების ჩასატარებლად. მოცემულ სიტუაციაში სკოლები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ იდეათეკებში არსებული რესურსი როგორც ონლაინ სწავლების, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.
სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 24 თებერვალს თბილისის 146-ე საჯარო სკოლის იდეათეკაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დათო ტურაშვილი ონლაინ რეჟიმში გაუძღვა, მოსწავლეები კი როგორც თბილისის, ასევე ფოთის, დიცისა და ხურვალეთის სკოლებში მოწყობილი იდეათეკებიდან ჩაერთნენ და კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ.
რეგულაციების დაცვით, აღნიშნული სივრცეები გახსნის დღიდან, პანდემიის პირობებშიც კი ახერხებენ აქტიურ ფუნქციონირებას. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, კვლავ აგრძელებენ იდეათეკებში არსებული რესურსების (ინტერნეტის, კომპიუტერების, წიგნების და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოების) გამოყენებას. საგანმანათლებლო სივრცეებში არაერთი აქტივობაც იმართება, როგორიცაა: წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, შემაჯამებელი პრეზენტაციები, საერთაშორისო ონლაინ კონფერენციები და სხვა.
„მრავალი წელია საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. გვეამაყება, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 4 სკოლაში მოეწყო და აღიჭურვა საგანმანათლებლო სივრცეები - იდეათეკები. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ აღნიშნულ სივრცეებში არსებული რესურსი აქტიურად გამოიყენება როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების მიერ. პანდემიის პერიოდში იდეათეკებმა უდიდესი როლი ითამაშეს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში. სულ ახლახან, იდეათეკების დახმარებით მოსწავლეებისათვის დათო ტურაშვილთან ვირტუალური შემეცნებითი შეხვედრაც გაიმართა. დარწმუნებული ვართ, რომ იდეათეკები მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ აქტივობას უმასპინძლებენ, ეს კი ახალგაზრდებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც მხოლოდ დადებითად აისახება ახალგაზრდების განვითარებაზე“,-განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2020 წელს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთად საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სასწავლო სივრცეების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში განათლების ხელშეწყობა და თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა წარმოადგენდა. დღეს საქართველოს მასშტაბით 4 სკოლაში მოწყობილი იდეათეკები სრულადაა აღჭურვილი და აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები