1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთმა სრულიად განახლებული, თანამედროვე და დინამიკური პოკერი წარადგინა

კომპანია „აჭარაბეთმა“ განახლებული პოკერის წარდგენის შესახებ განაცხადა.

 „აჭარაბეთზე“ პოკერის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ გამოსცადონ განახლებული პოკერი და მიიღონ სრულყოფილი გამოცდილება.

განახლებული პოკერი არის მობილურზე სრულად მორგებული, რაც შესაძლებლობას აძლევს პოკერის მოყვარულებს გამოსცადონ ყველა ახალი ფუნქციონალი და თამაშის სახეობა ნებისმიერი ფორმატის ტელეფონიდან და ამავდროულად რამდენიმე მაგიდაზე ერთდროულად.

ყველაზე დინამიკური და ტრენდული 6+ ჰოლდემი, ბაუნთი ტურნირები, ახალი სპინ პოკერი, საყოველთაო რეიკბექი და განახლებული ინტერფეისი - ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ სიახლეებიდან, რაც მომხარებელს  „აჭარაბეთის“ განახლებულ პოკერში დახვდებათ.

განახლებულ პოკერს აქვს „რეიკბექის“ ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მის მიერ ქეშ მაგიდაზე გათამაშებული თანხის რეიკის პროცენტი უკან დაიბრუნოს.  თითოეულ მოთამაშეს შეუძლია   მიაღწიოს 100%-იან „რეიქბექს“ და რაც მთავარია მისი მიღება შეუძლია ყველა მოთამაშეს.

აღსანიშნავია, რომ  მხოლოდ აჭარაბეთზე იყო შესაძლებელი  3D პოკერის თამაში,სადაც უკვე დაგვხვდებათ განახლებული ინტერფეისი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას მოახდინოთ ინტერფეისის პერსონალიზაცია და ითამაშო მისთვის სასურველი დიზაინის მქონე მაგიდაზე და დააყენოს სასურველი ავატარი. ამასთან, პირველად აჭარაბეთზე მომხმარებელს დახვდება 6+ ჰოლდემი.

6+ ჰოლდემი ჰგავს ტეხასურ ჰოლდემს, თუმცა აქვს რამდენიმე მახასიათებელი-6+ არასრული დასტით თამაშდება, ამოღებულია 6იანზე დაბალი ყველა ბანქო, შესაბამისად კომბინაციების მიმდევრობაც განსხვავებულია.

აჭარაბეთი მუდმივად იმყოფებოდა მსოფლიოს საუკეთესო პოკერის საიტების ტოპ ათეულში. რამაც საფუძველი ჩაუყარა WSOP-ის და აჭარაბეთის პარტნიორობას, რის შედეგადაც აჭარაბეთი რეგიონში პოკერის ცენტრი გახდა. 2016 წელს, Adjarabet.com -ის ორგანიზებით პირველად ჩატარდა შუალედური ტურნირი WSOPc Tbilisi, რომელშიც არაერთი ქართველი და უცხოელი პოკერის მოთამაშე იყო ჩართული. ერთი კვირის განმავლობაში ჯამში 25 ტურნირი გაიმართა. გარანტირებული საპრიზო ფონდის, 700 000$-ის გარდა გათამაშდა WSOP-ის 7 ბეჭედიც. WSOP Circuit Georgia-მ დიდი დაინტერესება გამოიწვია პოკერის მოთამაშეებში და ტურნირები ჯამში 1000-ზე მეტმა ადამიანმა ითამაშა. ტურნირებში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოთამაშეები, მათ შორის პოკერის ცნობილი პროფესიონალები: დენიელ "ჯანგლმენ" ქეითსი, სტივ ო'დუაიერი, პიტერ ისთგეითი, დომინიკ პანკა, დმიტრი ურბანოვიჩი და მატეუშ ძიევონსკი.აღსანიშნავია რომ, აჭარაბეთმა მრავალ ქართველ მოთამაშეს მისცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში WSOP Circuits ტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა.

აჭარაბეთზე ყველაზე თანამედროვე და დინამიკური, პოკერი ხელმისაწვდომია - ახლა შენი სვლაა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...