Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ოჯახში ჭადრაკის თამაშის ტრადიციის აღდგენის წასახალისებლად ახალ პროექტს იწყებს. ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე შეიქმნა ჯგუფი „ვთამაშობთ ჭადრაკს“, რომელიც ჭადრაკის მოყვარულ ოჯახებს გააერთიანებს. ჯგუფის წევრებს შორის წამახალისებელი საოჯახო ტურნირები, ჭადრაკის ვარსკლავების ჩართვები, ფოტოკონკურსები და ჭადრაკთან დაკავშირებული სხვა აქტივობები გაიმართება. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმა responsible.ge ინიციატივის პარტნიორია.
გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: „პროექტის მიზანი, ოჯახში ჭადრაკის თამაშის ტრადიციის აღდგენაა. ჭადრაკი, როგორც საშუალება თაობებს შორის ურთიერთობისა და აზრების გაზიარების. ჭადრაკის თამაშს ხომ ოჯახის ყველა თაობის, ყველა წევრი შეუძლია გააერთიანოს. იმედი გვაქვს, ჩვენი ინიციატივა ბევრ ოჯახს მისცემს სტიმულს , შეიკრიბონ ელექტრონული მოწყობილობების გარეშე და ითამაშონ სამაგიდო თამაშებიდან ყველაზე აზარტული, ენერგიული, გონებისთვის და ინტელექტისთვის სასარგებლო თამაში.“
მრავალი კვლევის თანახმად ჭადრაკის სისტემატიური თამაში ინტელექტის კოეფიციენტს 15-25%-ით ზრდის და ანვითარებს 4 საჭირო უნარს: კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, კოლაბორაცია და კრეატიულობა. ჭადრაკის თამაში ასევე ეფექტურია როგორც პრევენცია ასაკობრივი დემენციის წინააღმდეგ.
„პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების ფონზე მოახლოებულ საოჯახო დღესასწაულებზე ეს ინიციატივა ვფიქრობ ბევრს შეახსენებს რამდენად სასიამოვნო და სახალისო შეიძლება იყოს ჭადრაკის დაფასთან საოჯახო შეკრებები და ჩემპიონატები. Responsible.ge თითქმის ერთი წელია ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორია და გვიხარია, რომ მიუხედავად ბევრი გადადებული ღონისძიებისა ონლაინ პლატფორმების დახმარებით სხვადასხვა აქტივობის ჩატარება მაინც მოხერხდა.“ - ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.
ჩემპიონატებში და აქტივობებში ჩასართავად მსურველები უნდა შევიდნენ ჭადრაკის ფედერაციის ფეისუქ გვერდზე და გაწევრიანდნენ ჯგუფში „ვთამაშობთ ჭადრაკს“.
***
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის იანვრიდან კომპანია „ევროპაბეთის“პარტნიორია პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში. „ევროპაბეთი“ ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.
ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
კომენტარები