1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა „ბიზნესდაჯილდოება 2020“  აქ და ახლა გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურიმ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად გამარჯვებული კომპანიები 400-მდე მონაწილეს შორის დაასახელა.  

გამარჯვებულები 5 ნომინაციაში ასე გადანაწილდნენ:

·        საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის: ბილიკი

·        საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის: ალტერსოქსი

·        საუკეთესო ინოვაციის შექმნისთვის: BioCure

·        საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის: ჩიკატაი

·        ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის: ჟუჟუნა

გამარჯვებულები პრიზებად ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს მიიღებენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ:

·        ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი.

ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.

·        ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია.

ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

·        პროგრამული უზრუნველყოფა

ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

განსაკუთრებული სურპრიზი ელოდებათ საუკეთესო სტარტაპის შემქმნელებს. ამ ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას უკვე მეხუთე წელია წარმატებით ატარებს. ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ოთხი თვის წინ დაიწყო. რთული და გამოწვევებით სავსე 2020 წლისა  და მთავარი დაბრკოლების მიუხედავად ბიზნესდაჯილდოება მაინც ჩატარდა, რადგანაც თიბისიში მიაჩნიათ, რომ ბიზნესს სწორედ აქ და ახლა სჭირდება მხარდაჭერა, დაფასება და მოტივაციის მიცემა საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...