1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 25 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

16 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 25 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულება 7 წლიანია და ის 2019 წლის დეკემბერში EIB-სთან გაფორმებული 50 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სესხის ლიმიტის ზრდაა (Top-up). აღნიშნული სესხის მიღება შესაძლებელია, როგორც ევროსა და აშშ დოლარში, ასევე ლარში. ლარის ტრანშის მობილიზება ნაწილობრივ ხდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. 

სესხის მიზანია, მხარი დაუჭიროს მიკრო, მცირე და საშუალო (MSME) ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს (MidCaps) COVID-19-ით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში და ხელი შეუწყოს ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას. აღნიშნული ტრანზაქცია Team Europe-ის COVID-19-ზე საპასუხო გეგმის ნაწილია, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ლიკვიდურობისა და ოპერაციების უწყვეტობას და საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის  წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. გვეძლევა მეტი შესაძლებლობა MSME და MidCap მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ, რაც მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. მადლობას ვუხდი ევროპის საინვესტიციო ბანკს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობით კიდევ მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

„როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ ვამაყობთ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ეკონომიკას ამ რთულ პერიოდში. EIB-ს დაფინანსება ხელს შეუწყობს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე საქართველოს ფინანსურ სექტორს, რათა პანდემიის მიუხედავად, გააგრძელონ ოპერირება და შეძლონ ეკონომიკის გაჯანსაღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ხელფასები და შემოსავალი. ჩვენი ძალისხმევა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად,  საჯარო თუ კერძო სექტორებიდან, მიმართულია იქითკენ, რომ ვუზრუნველვყოთ შესაძლებლობებით სავსე და მდგრადი მომავალი“, - განაცხადა ტერეზა ცერვიშკამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოში ოპერაციების ხელმძღვანელმა. 

„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს პანდემიის დროს. ქვეყნისთვის განკუთვნილი COVID-19 მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა შეძლო უპრეცედენტო, 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის მობილიზება, რომლის ძირითადი ნაწილი ბიზნესის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ქართული ბანკების მეშვეობით კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუჩნდება წვდომა ფინანსურ რესურსებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს“,- განაცხადა კარლ ჰერცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...