Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
ორი ქართული ბრენდი - L I Y A და კაშკაში, პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის შესაქმნელად, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაერთიანდა. პროდუქცია შექმნილია უნიკალური ფორმულებით და დამზადებულია საქართველოში, “კაშკაშის” ლაბორატორიაში.
LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და ყველა ადამიანში საკუთარი ინდივიდუალობის სიყვარულის. KÁSHKASH კი თბილისში დაფუძნებული, კოსმეტიკის ფორმულატორების გუნდია. საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეა - სწორედ ესაა “კაშკაშის” მთავარი მამოძრავებელი. ბრენდის დამფუძნებლები ამაყობენ, რომ ქვეყანაში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.
LIYA X KÁSHKASH-ის ძირითადი იდეა ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც კანზეც იზრუნებს და შესაბამისად, ორმაგად გაუსვამს ხაზს ბუნებრივ მშვენიერებას. გუნდი მთლიანად მომართულია უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის დამზადებაზე - მხოლოდ ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით.
“LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება, დიდი ხანია გეგმაში გვაქვს. თუმცა, პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ “კაშკაში”. მე თავად ვარ მათი მუდმივი მომხმარებელი და ზოგადად, მოგვწონს იდეა, რომ მათი პროდუქტები ბუნებრივი შემცველობის და ხელნაკეთია”, - ლიკა გოგლიძე, LIYA-ს დამფუძნებელი.
“უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის შექმნა, რომელიც გლობალურ ბაზარზე გავა. ამიტომაც, LIYA-სთან ერთად შევქმენით 100% ნატურალური, მცენარეული პროდუქცია, რომელიც არ იტესტება ცხოველებზე. ეს ბრენდი აუცილებლად გახდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის”, - ქეთო გიორგობიანი, KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი.
LIYA X KÁSHKASH საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით გამოჩნდა. ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხები უზრუნველყოფს საშუალო დონის დაფარვას, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. მარგალიტისებრი იისფერიდან ალისფერ წითლამდე - ამ ხაზის ფერები შთაგონებულია მზის სინათლით დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კლასიკური წითელი - ლურჯი, ყვითელი და კენკროვანი ქვედა ტონებით იდეალური შერწყმაა ნებისმიერ სტილთან – იქნება ეს ყოველდღიური ჯინსები თუ საღამოს კაბა. მარგალიტისებრი მბზინავი ბაზა კი აუცილებელი პროდუქტია როგორც ფერიანი ტუჩსაცხის ქვეშ, ასევე ცალკე, ტუჩების დატენიანებისთვის თუ მინიმალისტური მაკიაჟის გასაკეთებლად.
LIYA X KÁSHKASH-ის პროდუქციის ჩამონათვალი მუდმივად გაიზრდება. ასე რომ, თვალი ადევნეთ ვებ-გვერდს - Liya.ge
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის, პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები