Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
დღეს, ევროპისა და აზიის ტექნოლოგიურ კონფერენცია იწყება. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება იქნება მსოფლიოში.
სამ დღიანი ვირტუალური კონფერენცია მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამას, მასტერკლასებსა და სემინარებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს და დაფინანსების მოსაპოვებლად საკუთარი პროექტები წარუდგინონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ბლოკი იქნება “Future of entertainment,” რომლის მხარდამჭერია კომპანია აჭარაბეთი. ბლოკი ძირითადად შეეხება სრულიად ახალ კონცეპტს - როგორი იქნება გართობის მომავალი?
„გართობის ინდუსტრიაში, მომავალსა და რეალობას შორის ზღვარი უკვე ბუნდოვანია. ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ, შორეული მომავლის გართობად წარმოგვედგინა, დღეს ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. ტემპი ძალიან აჩქარებულია და აჭარაბეთისთვის მსოფლიოს ტექნოლოგიურ სიახლეებთან შესაბამისობაში ყოფნა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.“- განაცხადა აჭარაბეთის მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი დავარაშვილმა.
სტარტაპ გრაინდი არის სტარტაპების, ანტრეპრენერებისა და ინვესტორების მსოფლიოში ყველაზე დიდი გაერთიანება. მისი მისიაა მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპებმა მიიღონ განათლება და ჰქონდეთ ის შესაძლებლობები, რაც მათ თავიანთი იდეების განხორციელებისთვის სჭირდებათ.
Europe-Asia Connect არის უნიკალური შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, რათა:
· მოისმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარები;
· შეხვდნენ ინვესტორებს, წარუდგინონ თავიანთი სტარტაპი და მოიპოვონ დაფინანსება;
· გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.
სპიკერებს შორის არის გაი კავასაკი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ის არის მრავალი ბესტსელერის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
კომენტარები