1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 500 მუხის ნერგი დარგო

„აღნიშნული კამპანიით „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტს შეუერთდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს. იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

ტოიოტამ 2015 წელს გლობალური პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აღნიშნულ პროექტს 2019 წლიდან შეუერთდა და კომპანიამ აქტიურად დაიწყო ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისება და გარემოზე ზრუნვის პროექტის განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დაარსდა „ტოიოტას მწვანე გზის კლუბი“, რაც გულისხმობს, რომ ყველა ფიზიკური პირი, ვინც „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეიძენს ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს, გახდება „ტოიოტას მწვანე გზის კლუბის“ წევრი და მიიღებს გამწვანების ბარათს, მის სახელზე კი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგებს დარგავს“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...