1 9 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“, რომელიც „ავტოსაგზაო შემთხვევების ლაბორატორიის“ სახელითაცაა ცნობილი, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის შვედეთის მეფემ 2000 წელს გახსნა და ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურ ლაბორატორიას წარმოადგენს მსოფლიოში.

 

სხვადასხვა ტიპის ტესტირებისთვის „ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრში“ დღეში სულ მცირე ერთი ახალი ვოლვო იტესტება, რაც საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით „ვოლვოს“ ლიდერის პოზიციას ამყარებს.

„ვოლვოს“ ინჟინრებს ლაბორატორია საშუალებას აძლევს  დეტალურად განიხილონ რეალური ავტოსაგზაო შემთხვევებისგან მიღებული დაზიანებები და რისკები, რათა არავინ დაიღუპოს ან დაშავდეს ვოლვოში.

”ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ და რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და როგორ ზიანდებიან ადამიანები. შემდეგ კი ვამუშავებთ ტექნოლოგიებს, რათა მათ პრევენციას შევუწყოთ ხელი. ჩვენი მთავარი მიზანი საგზაო შემთხვევების დროს მსხვეპლთა რაოდენობის შემცირებაა და მოხარული ვიქნებით, თუ ამ მიზანს მივაღწევთ,” - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ წამყვანი უსაფრთხოების ინჟინერმა   თომას ბრობერგმა.

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრის“  ლაბორატორია არის მრავალფუნქციური დაწესებულება, რომელიც ინჟინრებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ საგზაო მოძრაობის სიტუაცია და ამის მიხედვით განავითარონ ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა.

ავტოსაგზაო შემთხვევის სიმულაციის დროს ავტომობილი, ქრაშ-ტესტის მანეკენები და ბარიერები აღჭურვილნი არიან სენსორებით, რომელთა საშუალებითაც  ვოლვოს ინჟინრებს შეუძლიათ დეტალურად აღრიცხონ მოვლენების მთელი ჯაჭვი. ათობით ულტრა მაღალი გარჩევადობის კამერა ქრაშ-ტესტს ყველა წარმოსახვითი კუთხიდან იღებს. ფიზიკური ქრაშ-ტესტის დაწყებამდე, მოცემულმა მანქანის მოდელს უკვე გავლილი აქვს ათასობით კომპიუტერული სიმულაციური ქრაშ-ტესტი. ამ ტესტებიდან მიღებულ ყველა მონაცემს ვოლვოს ინჟინრები უფრო უსაფრთხო ავტომობილების შესაქმნელად იყენებენ.  

როგორც ცნობილია, მომავალში „ვოლვო“ სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადავა. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში უსაფრთხოების ცენტრი აღიჭურვა და მომზადდა სპეციალურად ელექტრო ავტომობილების ქარშ-ტესტების უსაფრთხოდ შესასრულებლად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...