1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ ამარტივებს ცხოვრებას თიბისის გამოწერის ინოვაციური მოდელი

ცოტა ხნის წინ, თიბისი, საქართველოში პირველად, საბანკო სერვისების და პროდუქტების გამოწერის ინოვაციურ ბიზნესმოდელზე გადავიდა. სიახლე თიბისიმ მომხმარებლების ინდივიდუალურ  საჭიროებებს მოარგო და სამი განსხვავებული ტიპის ნაკრები  -  ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ შექმნა. 

„ბანკი გამოწერით“ ბიზნესმოდელის ფარგლებში, მომხმარებელი საკომისიო გადასახადს თვეში ერთხელ იხდის და  მისთვის სასურველ საბანკო სერვისებს და პროდუქტებს  ერთიანი ნაკრების სახით უფრო მარტივად და ნაკლები დანახარჯით იღებს. ნაკრების გამოწერასთან ერთად, მომხმარებელი განახლებული დიზაინის,  ფერადი  ბარათებიდან  ორს, საკუთარი სურვილის და გემოვნების მიხედვით არჩევს. 

გამოწერის ინოვაციურმა მოდელმა და  ფერადმა ბარათებმა თავიდანვე მიიპყრო მომხმარებლების ყურადღება. სიახლე საინტერესო აღმოჩდა სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებმაც სასურველი ნაკრები და ბარათები ინდივიდუალური, ყოველდღიური საჭიროებების მიხედვით შეარჩიეს.

ნიკა ლებანიძე - მოგზაური

„თითქმის ყველა კონტინენტზე მიმოგზაურია. სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნისას, ხშირად ვიყენებ პლასტიკურ ბარათს, თუმცა ექსტრემალური სიტუაციებიდან გამომდინარე, მას ხშირად ვკარგავ ან ზიანდება. თიბისის სერვისების ნაკრების გამოწერისას, მეორე ბარათი საჩუქრად მივიღე, რაც მსგავსი სიტუაციებისგან დამაზღვევს. არჩევანი წითელ და ცისფერ ფერზე შევაჩერე. წითელი  მზის ჩასვლას ჰგავს, ცისფერი - ოკეანეში მზის ამოსვლას“.

https://www.facebook.com/tbcbank/videos/1082553672200736/

ია ძაგანია - მზარეული

„კულინარია მუდმივად ვითარდება, შესაბამისად აუცილებელია სიახლეებისთვის თვალყურის მიდევნება. დარეგისტრირებული ვარ სხვადასხვა ვებ-გვერდზე, სადაც ვეცნობი სიახლეებს და ამაში ყოველთვიურად  კონკრეტულ თანხას ვიხდი. მიხარია, რომ გამოწერის მოდელი საქართველოში უკვე საბანკო სექტორშიც ხელმისაწვდომია.  გამოვიწერე 5 ლარიანი ნაკრები,რაშიც ჩემთვის საჭირო ბევრი მომსახურება და პროდუქტია გაერთიანებული. ამ გზით საბანკო სერვისებით სარგებლობა ბევრად ბიუჯეტური და ეკონომიურია, ვიდრე ცალ-ცალკე  მათი შეძენა. ნაკრებში შედის ბარათების დაზღვევაც. რადგან ხშირად ვკარგავ ნივთებს, დაზღვევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“.

https://www.facebook.com/tbcbank/videos/3586228938103236/

ტბელ აბუსერიძე - ფოტოგრაფი

„სხვადასხვა მომსახურებას და პროდუქტებს  ონლაინ ძალიან ხშირად ვიწერ. მაგალითად, ყოველვთვიურად ვიხდი თანხას იმისთვის, რომ ფილმების და სერიალების პლატფორმაზე ჩემთვის სასურველ ფილმს ვუყურო. მიხარია, რომ საქართველოში უკვე  საბანკო სერვისების გამოწერა შემიძლია, თვეში მხოლოდ ერთჯერადად თანხის გადახდით. რაც შეეხება ბარათებს, არჩევანი შავსა და ლაჟვარდისფერზე შევაჩერე. ნაკრები ონლაინ შევუკვეთე და ის კურიერმა უფასოდ, ჩემთვის სასურველ ლოკაციაზე მომაწოდა, რაც დამატებითი კომფორტია“.

https://www.facebook.com/tbcbank/videos/861235281312236/

თიბისის საბანკო სერვისების სასურველი ნაკრების, ასევე განახლებული დიზაინის ფერადი ბარათების გამოწერა შესაძლებელია ვებ-გვერდზე -   www.tbccard.ge . ბარათებს თიბისი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგაწვდით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...