1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ეფეს საქართველო“ “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020” გამარჯვებული გახდა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კონკურსიკორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020” საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა, სადაც კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ ჯილდო  „ეფეს საქართველოს“ გადაეცა. ეს კომპანიის უკვე მეხუთე ჯილდოა, რომელიც CSR-ის სხვადასხვა კონკურსში „ეფეს საქართველომ“ მიიღო 2018 წლის შემდეგ. 

საამაყოა, როდესაც კომპეტენტური ჟიური ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს შორის შენსას გამოარჩევს.  მადლობა კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის თითოეულ წევრს აღიარებისთვის. ეს ჯილდო დამატებითი მოტივაციაა არა მხოლოდ კომპანიის ხელმძვანელებისთვის, არამედ ყველა თანამშრომლისთვის. ეს  ჯილდო დასტური იმისა, რომ კომპანიის საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას, რასაც გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ამასთან, გარკვეული წვლილი შეგვაქვს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში,“ -  განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კოეპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.  

„ეფეს საქართველოს“  გამარჯვება კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და შესაბამისმა აქტივობებმა განაპირობა, როგორიცაა, თანამშრომლებისთვის ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმა და ტრენინგები, თანასწორობაზე დამყარებული ბიზნეს ეთიკის კოდექსი, გენდერული ბალანსის მხარდაჭერა, COVID19– ის დროს  დისტანციური მუშაობა, ონლაინ შეხვედრები და ტრენინგები, ლუდსახარშისა და ოფისების ყოველდღიური დეზინფექცია, ტემპერატურის კონტროლი, ხელთათმანები, ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და ა.შ. 

კონკურსი “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020”, რომელშიც 70 კომპანია, CSR პროექტებით მონაწილეობდა, მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს. სიღარიბის აღმოფხვრა; ხარისხიანი განათლება; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; გონივრული მოხმარება და წარმოება; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა  გამოავლინეს და დააჯილდოვეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოშიკორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოსგამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი, პირველად 2018 წელს გაიმართა. კომპანიაეფეს სქართველომ” 2018 წელსაც გაიმარჯვა კატეგორიაშიგარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი”. 2019 წელს, კატეგორიაშიპარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ეფეს საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის ჩვენი სახლისაქართველოპარტნიორული პროექტი “ფონდი ნატახტარი“ საუკეთესოდ დასახელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...