1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი დისტანციური ტექ კონფერენცია საქართველოდან გაიმართება

16 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit გაიმართება. ღონისძიება 20 ნოემბერს გაიხსნება. 10 დღიანი ონლაინ კონფერენცია 100-ზე მეტ კომპანიას და 1000-ზე მეტ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გააერთიანებს. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეების სამომავლო პროფესიულ განვითარებას და სასარგებლო კავშირების დამყარებას. 

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ პრეზენტაციებს, სემინარებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, რომელსაც მსოფლიოს ხვადასხვა ინოვაციური კომპანიის წარმომადგენლები გაუძღვებიან.  წარმოდგენილი კომპანიების ჩამონათვალშია: Google, Facebook, Deloitte, VICE, DeviantArt, Tesla, Rotten Tomatoes და სხვა. გარდა ამისა, კონფერენციის ძირითადი დრო დაეთმობა ნეთვორქინგს და ბიზნეს შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაწილეების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირებას. 

თემები, რომლებსაც სპიკერები შეეხებიან მრავალფეროვანია და ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის, გლობალური პროდუქტების შექმნა, მეწარმეობა, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, მომხმარებლის გამოცდილება, ბიზნესის განვითარება და გაყიდვები, საცალო და ინტერნეტ ვაჭრობა და სხვა. 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ისეთ მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტს, როგორიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექ კონფერენციაა. პროექტის მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებისგან მიიღონ. ამასთანავე, დაამყარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მხოლოდ პოზიტიურად აისახება მათ სამომავლო საქმიანობაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კონფერენციაში ჩართულ მონაწილეებს. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირველ რიგში მონაწილეების განვითარებას და ახალი საინტერესო პარტნიორობის დამყარებას“,- განაცხადა  საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ. 

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მეწარმეს, დიზაინერს, მარკეტერს, დეველოპერს თუ ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მაძიებელს შეუძლია. მეტი დეტალისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: touch.ge/summit 

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა პირველი რეგიონალური შეხვედრა სტარტაპებისთვის, რომელმაც 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორი, აქსელერატორი თუ კომპანია ონლაინ სივრცეში გააერთიანა. Startup Touch-ის ფარგლებში 250-ზე მეტი შეხვედრა შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროექტი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის ნაყოფიერი და ახალი შესაძლებლობების მომტანი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...