1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გარი ვაინერჩუკის მონაწილეობით თიბისი ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

19 ნოემბერს თიბისი უმასპინძლებს ონლაინ ბიზნესფორუმს, სადაც მთავარი სპიკერი ანტრეპრენერი, VaynerX-ის დამფუძნებელი გარი ვაინერჩუკი იქნება.

გარი ვაინერჩუკი საკმაოდ ცნობილი ადამიანია ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიაში, ის არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საკომუნიკაციო და სარეკლამო კომპანიებისა VaynerX და VaynerMedia. მისი კომპანიების სათაო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში და ისინი ემსახურებიან Fortune 100-ის სიაში მყოფ ბიზნესებს თავიანთი 4 ლოკაციიდან, რომლებიც მსოფლიოს სხვასხვა ქვეყანაში მდებარეობს.

ვაინერჩუკი ბელორუსიული წარმომავლობის ამერიკელია, რომელმაც 90-იან წლებში ოჯახის კუთვნილი სასმელების მაღაზია მრავალმილიონიან ბიზნესად აქცია და ამისთვის მან ელექტრონული კომერცია და ინტერნეტის შესაძლებლობები გამოიყენა. ასე შეიქმნა  მისი პირველი კომპანია Wine Library. ის ასევე არის რესტორნების სარეზერვაციო აპის Resy-ს შემქმნელი. მაგრამ ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია იმასთან შედარებით, რასაც ვაინერჩუკი აკეთებს. ის ცნობილი სპიკერი, პოდკასტების სერიის და არაერთი წიგნის ავტორია, რომლებიც ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერებად დასახელდა. ის ატარებს მასტერკლასებს და ტრენინგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძირითადად ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგის შესახებ.

მისი მოსმენის შესაძლებლობა პირველად მიეცემა ქართველ აუდიტორიას, გარი ვაინერჩუკი თიბისის ბიზნესფორუმის სტუმარია, რომელზეც მას ექნება Q&A სესია, სადაც ის აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებს.

ამას გარდა ბიზნესფორუმზე სხვა არანაკლებ საინტერესო სპიკერების მოსმენასაც შეძლებთ. ბიზნესფორუმზე დასასწრები რეგისტრაციის ლინკი კი, თიბისის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...